ძაღლების შესახებ










მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:ცხოველები
ტიპი:ქორდიანები
კლასი:ძუძუმწოვრები
რიგი:მტაცებლები
ოჯახი:ძაღლისებრნი
გვარი:ძაღლები
სახეობა:რუხი მგელი
ქვესახეობა:შინაური ძაღლი
ლათინური სახელი
Canis lupus familiaris
დაცვის სტატუსი






შინაური  ცხოველი, ძაღლი


 (ლათ. Canis lupus familiaris)[1][2]  რუხი მგლის ქვესახეობა,ძაღლისებრთა ოჯახის წევრი მტაცებელთა რიგის მოშინაურებულიძუძუმწოვარი ცხოველი. კატებთან ერთად წარმოადგენს კაცობრიობის ერთერთ ყველაზე პოპულარულითანამგზავრცხოველს.
ითვლება, რომ ძაღლი არის ყველაზე ადრეულად მოშინაურებული ცხოველი. ამჟამინდელი სახით იგი მოთვინიერებულია 15 000 წლის წინ. [3] თუმცა, ნაპოვნია ნამარხი ნარჩენები ციმბირსა და ბელგიაში, რომლებიც დათარიღებულია ძველი წელთაღიცხვით 31 000 წლით. ვერცერთი მათგანი ვერ გადაურჩა უკანასკნელ გამყინვარების მაქსიმუმს. mDNA გვთავაზობს ძაღლების გამოყოფის ზღვრად მგლებისგან 100 000 წელს, თუმცაღა შინაური ძაღლის არსებობა 33 000 წლის წინ არ არის მორფოლოგიურად დადასტურებული.[4][5]ძაღლი ადვილად მოსათვინიერებელი და საწვრთნელი ცხოველია, მისი გამოყენება ხდება სხვადასხვა მიზნებისთვის: ნადირობა, მაძებარი ფუნქციები, დაცვითი ფუნქციები, საჭაპანო ფუნქციები (მცირე ტვირთებისა და მარხილებში ჩაბმა). არსებობს ასევე დეკორატიული ჯიშები. ყველაზე ცნობილი და უძველესი ფუნქცია, რაც ძაღლებს აკისრიათ, ესაა შინაური ცხოველების დაცვა (მეცხვარე ძაღლი, იგივე ნაგაზი). გამოირჩევა განსაკუთრებულად განვითარებული ყნოსვითზოგიერთი მონაცემით, ძაღლებს შეუძლიათ 40 ათას სხვადასხვა სურნელის გარჩევა-დამახსოვრება. მათმა მრავალფუნქციურმა გამოყენებამ განაპირობა მათი ზედმეტსახელი: „ადამიანის საუკეთესო მეგობარი“. ზოგიერთ კულტურაში ძაღლები წარმოადგენენ ხორცის წყაროს.[6][7] 2001 წლის მონაცემებით, 400 მილიონზე მეტი ძაღლია მსოფლიოში.[8]მსოფლიოში გავრცელებულია ასევე სასტიკი პრაქტიკასაბრძოლო ძაღლის ჯიშების სპეციალურად გამოყვანა, ფსონების დადება ძაღლების სასიკვდილო ორთაბრძოლებზე.








ძაღლები ჯიშის მიხედვით.





პატარა ტანის ძაღლებისაშუალო ტანის ძაღლებიდიდი ტანის ძაღლები









მერიკული კოკერ–სპანიელი

სიმაღლე:ხვადი 35-39სმ, ძუ 33-36სმ.
წონა:ხვადი 12-15კგ, ძუ10-13კგ.
სიცოცხლის ხანგრძლივობა:12-14 წელი
წარმომავლობა:აშშ

წარმომავლობა

ამერიკული კოკერ–სპანიელი გამოიყვანეს ამერიკაში მე–19 საუკუნეში და მან უმოკლეს დროში მიიქცია დიდი ყურადღება. ამერიკული კოკერ–სპანიელი წარმოიშვა ინგლისური კოკერ–სპანიელისგან. 1946 წელს ამერიკული კოკერ–სპანიელი დამოუკიდებელ ჯიშად აღიარეს.

ჯიშის აღწერა

ამერიკული კოკერ–სპანიელი არის ძლიერი კომპაქტური ძაღლი კარგად განვითარებული მუსკულატურით. აქვს მრგვალი თავი, გრძელი დაბლა დასმული ყურებით. ბეწვი ხშირი და გრძელი. შეფერილობა შავი, ჩალისფერი, ორმაგი შეფერილობით, დასაშვებია ნებისმიერი ერთიანი შეფერილობა. მისი ბეწვი განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს.

ხასიათი

ამერიკული კოკერ–სპანიელი არის ძალიან დამჯერი, ერთგული, მხიარული, ადვილად ეგუება ნებისმიერ პირობებს. კარგად ეგუებიან ბავშვებს. არიან ძალიან აქტიურები და ესაჭიროებათ მინიმუმ დღეში ორჯერ ხანგრძლივი სეირნობა.

დანიშნულება

ამერიკული კოკერ–სპანიელი მონადირე ძაღლია მაგრამ ამ მიზნით მას მხოლოდ ამერიკაში იყენებენ. დანარჩენ მსოფლიოში ის მხოლოდ დეკორატიული ძაღლია.




პუდელი

სიმაღლე:ხვადი 24-28სმ, ძუ 20-25სმ.
წონა:ხვადი 2,5-3სმ, ძუ2-2,5სმ.
სიცოცხლის ხანგრძლივობა:12-15 წელი
წარმომავლობა:საფრანგეთი, გერმანია

წარმომავლობა

პუდელის ზუსტი წარმომავლობა დღემდე უცნობია, ნაწილი თვლის რომ ის საფრანგეთში წარმოიშვა, მეორე ნაწილის აზრით პუდელის სამშობლო გერმანიაა. არსებობს ვერსია რომ მისი წინაპრები მონადირე ძაღლები იყვნენ.

ჯიშის აღწერა

პუდელი არის პატარა ტანის ძაღლი დახვეული ბეწვით. შეფერილობა შავი, თეთრი, ყავისფერი, ოქროსფერი და ვერცხლისფერი.

ხასიათი

პუდელი ძალიან მხიარული, ჭკვიანი და მოძრავი ძაღლია. ადვილად იწვრთნება. უყვარს ბევრი სეირნობა და გართობა. ადვილად ექვემდებარება წვრთნას. კეთილგანწყობილია ოჯახის ყველა წევრის მიმართ.

დანიშნულება

პუდელი არის მთელ მსოფლიოში ყველაზე უფრო გავრცელებული დეკორატიული ძაღლი.





ლაბრადორ-რეტრივერი

სიმაღლე:ხვადი 56-57სმ, ძუ 54-56სმ.
წონა:ხვადი 40-45კგ., ძუ 30-40კგ.
სიცოცხლის ხანგრძლივობა:12-15წ.
წარმომავლობა:დიდი ბრიტანეთი

წარმომავლობა

ლაბრადორის წარმოშობის ზუსტი თარიღი დაუდგენელია, თუმცა ცნობილია, რომ მისი წინაპრები სამხრეთამერიკელი ინდიელების ძაღლები იყვნენ, რომლებიც მეთევზეებს ბადეების ამოღებაში ეხმარებოდნენ. პირველად ევროპელებმა ეს შრომისმოყვარე ძაღლები ქალაქ სენტ-ჯონსის(კუნძულ ნიუფაუნდლენდის ეკონომიკური ცენტრი) პორტში აღმოაჩინეს. ამიტომ თავდაპირველად მათ სენტ-ჯონსის სახელი შეარქვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ჯიშის სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია არსებობს. პირველი ვერსიით, ლაბრადორი შავი ფერის იყო. ამ შეფერილობით მათ ლაბრადორიტის ქვას ამსგავსებდნენ და შესაძლოა ამიტომ მიიღეს ეს სახელწოდება. მეორე ვერსიით, ლაბრადორის წინაპრები ნახევარკუნძულ ლაბრადორიდან იყვნენ. მესამე ვერსიის თანახმად ლაბრადორები პირველად პორტუგალიელებმა ნახეს და მათი შრომისმოყვარეობით მოხიბლულებმა ლაბრადორი ანუ მშრომელი უწოდეს.

ჯიშის აღწერა

რეტრივერი მონადირე ძაღლის ჯიშებს მიეკუთვნება. რეტრივერის სხვადასხვა ჯიშის სახეობებია გავრცელებული, რომელთა შორის ევროპასა და ამერიკაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ლაბრადორ-რეტრივერი, გოლდენ(ოქროსფერი) რეტრივერი, ახალშოტლანდიური რეტრივერები. რეტრივერის განსაკუთრებული ყნოსვის უნარი გააჩნია, ბრწყინვალე მახსოვრობით გამოირჩევა, მძლავრი კონსტიტუციური აგებულებისაა, ამასთან-ძალზე ძლიერი და ამტანიც. ლაბრადორი მძლავრი აგებულების, ძალზე აქტიური ძაღლია. აქვს მოკლე და ხშირი ბეწვი. გრძელი თავის ქალა აქვს. ყბა საშუალო სიგრძის, მაგარი. ცხვირი გრძელი, ლამაზი ფორმის. თვალები-საშუალო ზომის, თაფლისფერი და ტყის კაკლის ფერი. ყურები-ჩამოკიდებული, მოკლე და მსუბუქი. კისერი-ძლიერი, მაგარი. თათი-მრგვალი, კარგად განვითარებული. კუდი- სქელი, სშუალო სიგრძის. შეფერილობა-შავი, ყვითელი, თეთრი.

ხასიათი

ლაბრადორი ჭკვიანი, ყურადღებიანი და დამჯერი ძაღლია, რომელიც მუდამ მზად არის, თავის პატრონს რამეთი ასიამოვნოს, ხასიათით მეგობრულია და ამასთანავე არ გამოირჩევა ზედმეტი აგრესიულობით.

დანიშნულება

ლაბრადორის შესაძლებობები მრავალმხრივია. ის არის კარგი მონადირე, ერთგული მეგობარი, იდეალური კომპანიონი. ლაბრადორ რეთრივერი შეიძება გამოყენებული იყოს როგორც სამსახურეობრივი ძაღლი, რადგანაც არის ერთგული გამცილებელი და მხედველობა დაქვეითებული ადამიანებისათვის შესანიშნავი გზამკვლევი. ლაბრადორის შესაძლებლობებს იყენებენ როგორც ნარკოტიკების, ასევე ასაფეთქებელი საშუალებების ძიებისას. არის კარგი მაშველი.







დობერმანი

სიმაღლე:ხვადი 66-71 სმ, ძუ 61-66სმ.
წონა:ხვადი 35-40 კგ, ძუ 30-35კგ
სიცოცხლის ხანგრძლივობა:14 წელი
წარმომავლობა:გერმანია

წარმომავლობა

დობერმანი შედარებით ახალი ჯიშია. ის გამოიყვანეს 1860 წელს გემანიაში დოგის, გერმანული ნაგაზის, როტვეილერის და პინჩერის შეჯვარებით. ამ ჯიშის შემქმნელია გერმანელი გაასახადების ამკრეფი ლუის დობერმანი. მისი მიზანი იყო გამოეყვანა საუკეთესო პირადი მცველი ძაღლი. 1876 წელს დობერმანები პირველად იყვნენ წარმოდგენილი გამოფენაზე და დიდი წარმატება დაიმსახურეს.

ჯიშის აღწერა

დობერმანი არის ძლიერი და ძალიან ელეგანტური ძაღლი. აქვს მოგრძო თავი, მუქი თვალები, დაცქვეტილი ნაწილობრივ კუპირებული ყურები, კუდი კუპირებულია მოკლედ, ფეხები სწორი, მოკლე ხშირი ბეწვი. შეფერილობა შავი, მუქი ყავისფერ, ცისფერი.

ხასიათი

ძუ და ხვადები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ძუ არის წყნარი, მგრძნობიარე, ოჯახის მოყვარული, უცხოს მიმართ ფრთხილი. ხვადი ჭკვიანი მაგრამ იმპულსური მას ჭირდება ძლიერი და ენერგიული პატრონი. ლეკვის აყვანამდე ყურადღება მიაქციეთ მშობლების ფსიქიკურ მდგომარეობას.

დანიშნულება

დობერმანებს გამოიყენებენ როგორც პირად მცველებად ასევე ქონების დასაცავად. ხშირა მას იყენებენ პოლიციელები და სპეცსამსახურები.





შარპეი

სიმაღლე:ხვადი 44-51სმ, ძუ 41-46სმ.
წონა:ხვადი 20-25კგ. ძუ 16-20კგ.
სიცოცხლის ხანგრძლივობა:12 წელი
წარმომავლობა:ჩინეთი

წარმომავლობა

შარპეის წარმომავლობის შესახებ ორი ვერსია არსებობს. პირველი ვერსიის თანახმად, შარპეის სამშობლო ჩინეთის ჩრდიოეთი, მაღალმთიანი ტიბეტია. მეორე ვერსიით კი ჩინეთის სამხრეთი, პროვინცია გუანდუნი. შარპეიმ ეს სახელი თავისი ტყავის გამო მიიღო, შარპეი ითარგმნება როგორც „ქვიშის კანი“.

ჯიშის აღწერა

შარპეი კომპაქტური და ძლიერი ძაღლია. მას რბილი კანი აქვს დიდ ნაკეცებში. დანაოჭებული კანი ამ ჯიშის დამახასიათებელი თავისებურებაა. აქვს დიდი თავი, ფართო შუბლი. ცხვირი დიდი და განიერი. სახე ზომიერად გრძელი აქვს. თვალები პატარა და ნუშისებრი, უმჯობესია მუქი ფერის. ყურები პატარა და სქელი, მჭიდროდ მიკრული თავთან. კისერი ძლიერი. წელი ძალიან ძლიერი და სწორი. კუდი უნდა იყოს სქელი, საწყისში მრგვალი, რომელიც ბოლოსკენ ვიწროვდება. შეფერილობა სხვადასხვაგვარი შეიძლება ქონდეს, შავი, მოლურჯო შავი, ყავისფერი, კრემისფერი.

ხასიათი

შარპეი აქტიური და მოძრავია. ხასიათი აქვს მშვიდი, დამოუკიდებელი. უყვარს ადამიანები და მათთან მიმართებაში ალერსიანია.

დანიშნულება

შარპეი სანადიროდ და დასაცავად გამოიყენება.





დალმატინი

სიმაღლე:ხვადი 56-61სმ, ძუ 54-59სმ.
წონა:ხვადი 27-32კგ. ძუ 24-29კგ.
სიცოცხლის ხანგრძლივობა:14 წლამდე
წარმომავლობა:დალმაცია, ხორვატიის რესპუბლიკა. 

წარმომავლობა

დალმატინის წარმომავლობიის შესახებ სხვადასხვა ვერსიები არსებობს. ძველეგვიპტური ფარაონების სამარხებში ნაპოვნი სურათების მიხედვით, რომლებიც 16-18 საუკუნით თარიღდება, ვარაუდობენ, რომ დალმატინი რამდენიმე ათასი წლის წინათ არსებობდა. 14 საუკუნის საეკლესიო ქრონიკები მიუთითებენ, რომ ეს ჯიში წარმოშობით, ხმელთაშუაზღვის რეგიონიდან, კერძოდ კი დალმაციის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიებიდანაა.

ჯიშის აღწერა

დალმატინი კარგად სბალანსირებული, სპეციფიური შეფერილობის,დაკუნთული, ძლიერი და აქტიური ძაღლია. არის ამტანი, შეუძლია სწრაფად მოძრაობა. დალმატინს გრძელი თავი და ძლიერი დრუნჩი აქვს. ცხვირი შავლაქებიანს შავი აქვს,ხოლო ყავისფერლაქებიანს ყავისფერი. თვალები მრგვალი, ჭკვიანური გამოხედვით, შავი ან ყავისფერი. ყურები საკმაოდ ზემოთ დასმული, საშუალო ზომის, რბილი და ჩამოკიდებული. კბილები თანაბარი და თეთრი. კუდი საწყისში ძლიერი, რომელიც წვერისკენ წვრილდება, არ არის უხეში. დალმატინს მოკლე, ხშირი და უხეში ბეწვი აქვს, ძირითადად თეთრი ფერის შავი ან მუქი ყავისფერი ლაქებით. რაც უფრო მეტი ლაქა აქვს და რაც უფრო პროპორციულადაა ისინი სხეულზე გადანაწილებული,მით მეტად ფასობს ძაღლი.

ხასიათი

დალმატინი კონტაქტური და მეგობრული ძაღლია. არ არის აგრესიული. ბუნებით ერთგული დალმატინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პატრონის ყურადღება. დალმატინს განსაკუთრებით ისეთი ოჯახები უყვარს სადაც ბავშვია და პატრონი, რომელსაც მისი დიდი ხნით სეირნობა შეუძლია. სეირნობისას დალმატინი მშვიდი და მეგობრულია, თუმცა არ უყვარს აგრესიული ძაღლები. რბილი ხასიათვის მიუხედავად, დალმატინი გამოირჩევა განსაკუთრებული სიმამაცით. საერთოდ კარგავს შიშის შეგრძნებას როდესაც საფრთხე ემუქრება მას, ან მის პატრონს. ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია ჩხუბში ჩაებას მასზე გაცილებით ძლიერი მონაცემების მქონე ადამიანთან ან ცხოველთან. არის კარგი კომპანიონი.

დანიშნულება

დალმატინი გამოიყენება სანადიროდ, არის კარგი დამცველი. ყეფს იშვიათად, მაგრამ ყოველთვის აფრთხილებს პატრონს თუკი რაიმე საფრთხესგრძნობს.




ციმბირული ხასკი

სიმაღლე:ხვადი 53-60სმ, ძუ 50-56სმ.
წონა:ხვადი 20-28კგ. ძუ 15-23კგ.
სიცოცხლის ხანგრძლივობა:12 წლამდე
წარმომავლობა:ციმბირი, რუსეთი

წარმომავლობა

ციმბირული ხასკის სამშობლო ჩრდილოეთ ციმბირი და ჩუკოტკაა. მათი განაშენიანება და გამოყენება დაახლოებით 19 საუკუნიდან დაიწყო. 1909 წლიდან კი ხასკები ალასკაზე შეიყვანეს, საიდანაც ისინი უკვე მთელ მსოფლიოში გავრცელდნენ.

ჯიშის აღწერა

ხასკის წონა პროპორციულად შეესაბამება მის სიმაღლეს. არის ცოცხალი, მეგობრული, ინტერესიანი. თვალები აქვს ნუშისებრი, ოდნავ ირიბი. თვალის ფერი ძირითადად ყავისფერი ან ცისფერი, შესაძლოა სხვა შეფერილობის ან მოზაიკური. ყურები საშუალო ზომის, სქელი, აწეული და მაღლა დასმული. რუხ, შავ და ჟღალ ძაღლებს შავი ცხვირი აქვთ, ხოლო ყავისფერ ძაღლებს ყავისფერი, ძალიან თეთრ ძაღლებს კრემისფერი ცხვირი აქვთ. ზურგი სწორი და ძლიერი. ტუჩები კარგი პიგმენტაციის. კუდი დაბლა დაწეული, საშუალო სიგრძის ბეწვით. სხეულზე ციმბირული ხასკის ბეწვი ორმაგია, საშუალო სიგრძის. შეფერილობა ნებისმიერი მუქი შავიდან ქათქათა თეთრამდე. ეს ჯიში ღია სივრცეებისთვისაა დაბადებული, ამიტომ პატარა ბინაში ცხოვრების დროს მნიშვნელოვანია დიდხანს სეირნობა და გარეთ ყოფნა.

ხასიათი

მშვიდი, სანდო, მეგობრული ხასკი ყველასთან მიმართებაში თბილი და ალერსიანია. ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის შესანიშნავი კომპანიონია. ამ ჯიშის ძღლები ყოველთვის ცდილობენ პატრონის პატივისცემას, თუმცა ამავდროულად საკმაოდ ჯიუტი და დამოუკიდებლები არიან. ხასკი პატრონად აღიქვამს მხოლოდ იმ ადამიანს, რომლისგანაც სითბოს და პატივიცემას გრძნობს. მას არ გააჩნია მცველი ძაღლის თვისებები, არ გამოირჩევა უცხოებთან განსაკუთრებული სიფრთხილით, არც სხვა ძაღლების მიმართაა აგრესიული. მოზრდილობაში ხასკი თავშეკავებულია, გააჩნია საკუთარი ღირსების შეგრძნება. ხასკი ჭკვიანი, დამჯერი ძაღლია, რომელიც ყოველთვის მზადაა დასახმარებლად.

დანიშნულება

თავისი აღნაგობის დამსახურებით ხასკი კარგად დარბის, რის გამოც მას სამარხილო რბოლებში გამოიყენებენ. განსაკუთრებული პოპულარობით კანადასა და ჩრდილოეთ ამერიკაში სარგებლობს.




მოპსი

სიმაღლე:ხვადი 18-20სმ, ძუ 18-19სმ.
წონა:ხვადი 7-8კგ, ძუ6-7კგ,
სიცოცხლის ხანგრძლივობა:12 წელი
წარმომავლობა:დიდი ბრიტანეთი

წარმომავლობა

მიუხედავად იმისა რომ მოპსი ინგლისურ ჯიშად ითვლება და მას პატრონაჟს უწევს დიდი ბრიტანეთი მისი ფესვები აღმოსავლეთისკენ მიდიდს.

ჯიშის აღწერა

მოპსს აქვს კვადრატული ფორმა და კარგად განვითარებული მუსკულატურა. დიდი მრგვალი, ნაოჭებიანი თავი, მოკლე ცხვირი. წვრილი მოკლე ბეწვი.შეფერილობა მოყვითალო, შავი, ვერცხლისფერი.

ხასიათი

მოპსი არის ძალინ მხიარული, ეთგული, ბავშვების მოყვარული.

დანიშნულება

მოპსი არის დეკორატიული ძაღლი.




პოინტერი

სიმაღლე:ხვადი 63-69სმ, ძუ 61-66სმ.
წონა:ხვადი 25-30კგ. ძუ 23-28კგ.
სიცოცხლის ხანგრძლივობა:15 წ.
წარმომავლობა:დიდი ბრიტანეთი

წარმომავლობა

ინგლისური პოინტერის წარმოშობის შესახებ დღემდე არ წყდება კამათი. არსებობს მოსაზრება, რომ პოინტერი, 18-ე საუკუნის დასაწყისში შეიყვანეს ინგლისში, სადაც ის ესპანეთიდან და პორტუგალიიდან მოხვდა. ინგლისურიდან ამ ჯიშის სახელი ითარგმნება როგორც „მითითება“.პოინტერი ზუსტად ამართლებს ამ სახელწოდებას, რადგანაც მოსანადირებელი ობიექტის დანახვისთანავე მიუთითებს მონადირეს, რომელ მხარეს უნდა გაიხედოს. ინგლისური პოინტერი, თავისი არაჩვეულებრივი მონადირული უნარების გამო, განსაკუთრებით ნადირობის მოყვარულებმა დააფასეს.

ჯიშის აღწერა

პოინტერი საშუალოზე მაღალი, ძლიერი, ამასთანავე კარგი აღნაგობის ძაღლია, კარგად განვითარებული ძვლოვანი და კუნთოვანი სისტემით. ახასიათებს მაღლა აწეული თავი, ზომიერად გრძელი და მშრალი. თვალები მრგვალი, საშუალო ზომის. თვალის ფერი პოინტერს სხეულის ლაქების შეფერილობის მსგავსი ან ოდნავ მუქი აქვს. ყურები მაღლა დასმული, ჩამოკიდებული, რბილი და თხელი. სწორი, მოქნილი და ენერგიული კუდი. პოინტერის ბეწვი მოკლეა, სხეულზე კარგად მიკრული. შეფერილობა: შავი, ყავისფერი, ჟღალი. შესაძლოა იყოს როგორც ერთფერიანი, ასევე სამფერიანი.

ხასიათი

პოინტერი მამაცი, ტემპერამენტიანი, ენერგიული ძაღლია. არის გაწონასწორებული, ერთგული. მკვეთრად აქვს გამოხატული მონადირული აზარტი.

დანიშნულება

აქტიური და შესანიშნავი ყნოსვის მქონე პოინტერი არაჩვეულებრივი მონადირეა.




ჩინური ქოჩორა ძაღლი

სიმაღლე:ხვადი 25-33სმ, ძუ 23-27სმ.
წონა:ხვადი 4,5-6კგ, ძუ3,5-5კგ.
სიცოცხლის ხანგრძლივობა:10-12 წელი
წარმომავლობა:ჩინეთი

წარმომავლობა

გასულ საუკუნეებში უბეწვო ზაღლებს დაბადებისთანავე ანადგურებდნენ, მათ თვლიდნენ სიცოცხლის უუნაროებად. მაგრამ ნელნელა ასეთმა ძაღლებმა მაინც შეძლეს ადამიანთა ყურადღების მიპყრობა და მათი სიყვარულის დამსახურება.

ჯიშის აღწერა

ჩინურ ქოჩორა ძაღლს ტანზე საერთოდ არ აქვს ბეწვის საფარველი. ბეწვი დასაშვებია მხოლოდ თავზე, კუდზე და ფეხებზე. კანის შეფერილობა შეიძლება იყოს რია ვარდისფერიდან შავამდე. მისი კანი ვერ იტანს მზის პირდაპირ სხივებს, ნესტს და სიცივეს.

ხასიათი

ჩინურ ქოჩორა ძაღლი არის პატრონის ერთგული, მოსიყვარულე და ძალინ მხიარული. არ ესაჭიროება ხშირი სეირნობა და ბევრი ფიზიკური დატვირთვა. მას ძალიან უყვარს ბავშვები და მათთან თამაში.

დანიშნულება

ჩინურ ქოჩორა ძაღლი არის დეკორატიული ძაღლი.




ტაქსა

სიმაღლე:ხვადი 25-35სმ, ძუ 15-25სმ.
წონა:ხვადი 8-12კგ, ძუ4-9კგ,
სიცოცხლის ხანგრძლივობა:14 წელი
წარმომავლობა:გერმანია

წარმომავლობა

მეცნიერები თვლიან რომ ტაქსას წინაპრები იყვნენ ძველი ეგვიპტური ძაღლები გრზელი ტანით და მოკლე კიდურებით. დღევანდელი ტაქსას სამშობლო გერმანიაა.

ჯიშის აღწერა

ტაქსას აქვს გრძელი ტანი და მოკლე კიდურები. არსებობს სხვადასხვა სახეობის ტაქსები სტანდარტული და მინიატურული, ასევე მოკლებეწვიანი და გრძელბეწვიანი ტაქსა. შეფერილობაც მრავალგვარია შავი, წითური, ვეფხვისფერი, თეთრი ყავისფერი ლაქებით და სხვა.

ხასიათი

ტაქსა არის ძალიან ჭკვიანი, გონიერი და შრომისმოყვარე ძაღლი. მას შეუძლია თავისი ეშმაკობით პატრონი თავის ჭკუაზე ატრიალოს.

დანიშნულება

ტაქსას გამოიყენებენ სოროს ცხოველებზე სანადიროდ, თავისი ფორმების წყალობით მას შესწევს უნარი ნებისმიერ სოროში შეძვრეს და გამოიყვანოს იქიდან ცხოველი. ტაქსა ასევე არის დეკორატიული ძაღლი.



გერმანული იაგდტერიერი

სიმაღლე:სიმაღლე: ხვადი 37-40სმ, ძუ 35-38სმ.
წონა:წონა: ხვადი 9-10კგ, ძუ8-9კგ,
სიცოცხლის ხანგრძლივობა:სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-14 წელი
წარმომავლობა:წარმომავლობა: გერმანია

წარმომავლობა

გერმანული იაგდტერიერი გამოიყვანეს გერმანიაში ბოლო ასწლეულში სხვადასხვა ჯიშის მონადირე ძაღლების შეჯვარებით.

ჯიშის აღწერა

გერმანული იაგდტერიერი პატარა ზომების მიუხედავად არის საკმაოდ ძლიერი კარგად განვითარებული მუსკულატურით. პატარა, მუქი, ღრმად ჩასმული თვალებით. სამკუთხა დაკიდული ყურებით. წინა კიდურები სწორი. კუდი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. შეფერილობა შავი ღია ლკაქებით. აქვს ძლიერი იმუნური სისტემა.

ხასიათი

გერმანული იაგდტერიერი არის ძალიან მამაცი, აგრესიული და ჯიუტი. ემორჩილება მხოლოდ პატრონს. ესაჭიროება ხანგრძლივი სეირნობა.

დანიშნულება

გერმანული იაგდტერიერს იყენებენ თითქმის ყველანაირ ნადირზე და ფრინველზე სანადიროდ. არის ასევე შესანიშნავი დამცველი.



მერიკული სტაფორდშირ ტერიერი

სიმაღლე:ხვადი 44-46 სმ, ძუ 39-41სმ.
წონა:ხვადი 19-23 კგ, ძუ 16-20კგ
სიცოცხლის ხანგრძლივობა:9-11წელი
წარმომავლობა:აშშ

წარმომავლობა

ამერიკული სტაფორშტერიერის წინაპრები სტაფორშტერიელური ბულტერიერი ინგლისიდან შეიყვანეს ამერიკაში და სხვა ჯიშებთან შეჯვარებით მიიღეს ეს ჯიში

ჯიშის აღწერა

ამერიკული სტაფორშტერიერს აქვს საკმაოდ დიდი თავი, ყურები დაცქვეტილი და ოდნავ კუპირებული. თვალები მრგვალი უმეტესად შავი, კუდი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. დაშვებულია ნებისმიერი შეფერილობა მაგრამ თეთრი არ უნდა ფარავდეს სხეულის 80% მეტს.

ხასიათი

მას საკმაოდ ადრეული ასაკიდან ესაჭიროება გაწვრთნა, ადვილად იწვრთნება, არის ძალიან აქტიური ამიტომ მას რეგულარულად ჭირდება ფიზიკური დატვირთვა, უყვარს გაშლილ ტერიტორიაზე სირბილი, არის ძალიან მამაცი და ფიძიკურად ძალიან ძლიერი. როდესაც ის განრისხებულია მისი შეკავება ფაქტიურად შეუძლებელია, მოწინააღმდეგეს ებრძვის სიკვდილამდე. ყოველთვის ცდილობს თავის პატრონს ასიამოვნოს. მისი ყოლა შეიძლება როგორც ეზოში ასევე კორპუსის ბინაში. ვერ იტანს შინაურ ცხოველებს. მისი ბეწვი საკმაოდ ადვილი მოსავლელია.

დანიშნულება

ამერიკული სტაფორშტერიერს იყენებენ ძირითადად საკუთრების დასაცავად






რანგული ბულდოგი

სიმაღლე:ხვადი 28-30სმ, ძუ 25-28სმ.
წონა:ხვადი 12-13კგ, ძუ11-12კგ,
სიცოცხლის ხანგრძლივობა:12 წელი
წარმომავლობა:საფრანგეთი

წარმომავლობა

ფრანგული ბულდოგი შექმნეს მე-19 საუკუნეში, საფრნგეთში სხვადასხვა ჯისის ძაღლების შეჯვარებით. მისი პირველი სტანდარტი მიიღეს 1898წელს.

ჯიშის აღწერა

ფრანგული ბულდოგი იმის მიუხედავად რომ პატარა ჯიშის ძაღლებს განეკუთვნება არის საკმაოდ მსხვილძვლიანი კარგად განვითარებული მუსკულატურით. აქვს მასიური, კვადრატული, განიერი თავი, სახეზე ნაკეცებით. ძალიან მოკლე კუდი, მოკლე სწორი ბეწვი. შეფერილობა შავი, ვეფხვისფერი.

ხასიათი

ფრანგული ბულდოგი არის ძალიან ჭკვიანი, მგრძნობიარე, მხიარული, ენერგიული, განსაკუთრებით პატრონთან და ბავშვებთან.

დანიშნულება

ფრანგული ბულდოგი არის დეკორატიული ძაღლი.





ფოქსტერიერი

სიმაღლე:ხვადი 37-39სმ, ძუ 36-38სმ.
წონა:ხვადი 6-7კგ, ძუ7-8კგ.
სიცოცხლის ხანგრძლივობა:13-14 წელი
წარმომავლობა:დიდი ბრიტანეთი

წარმომავლობა

ფოქსტრიერი წარმოიშვა სხვადასხვა ჯიშის ძაღლების შეჯვარებით დიდ ბრიტანეთში. მისი პირველი სტანდარტი მიიღეს 1876 წელს.

ჯიშის აღწერა

ფოქსტერიერი არსებობს ორი სახეობა უხეშბეწვიანი და გლუვბეწვიანი. მას აქვს კარგად განვითარებული მუსკულატურა, ძლიერი ჩონჩხი და კბილები. ბეწვი ხშირი და ბრწყინვალე. შეფერილობა თეთრი შავი და ყავისფერი ლაქებით.

ხასიათი

ფოქსტერიერი არის ძალიან უშიშარი, მხიარული და ცოცხალი ძაღლი. უყვარს თამაში განსაკუთრებით ბავშვებთან. სხვა ძაღლების მიმართ ხშირად იჩენს აგრესიას. ესაჭიროება ბევრი მოძრაობა.

დანიშნულება

ფოქსტერიერი არის მონადირე ძაღლი რომელსაც შეუძლია სოროში შეყვეს ნადირს და გამოიყვანოს იქიდან. ასევე ფოქსტერიერებს იყენებენ სახლის დასაცავად.






კანე კორსო

სიმაღლე:ხვადი 62-68 სმ, ძუ 58-64სმ.
წონა:ხვადი 42-50კგ, ძუ 38-45კგ.
სიცოცხლის ხანგრძლივობა:9-12წელი
წარმომავლობა:იტალია

წარმომავლობა

კანე კორსო არის უძველესი იტალიური ჯიშის ძაღლი. მას იყენებდნენ დიდ ცხოველებზე სანადიროდ, სასახლეების და ეკლესია მონასტრების დასაცავად, პირად მცველებად და ბრძოლებში. ეს ჯიში სამოცდაათიანი წლების ბოლოს გადაშენების პირას იყო დაიტალიელი მეცნიერის ჯოვანი ბონატის ძალისხმევით გადარჩა. დღეს მას მრავალი ქვეყნის ძაღთსაშენებში ამრავლებენ.

ჯიშის აღწერა

კანე კორსოს აქვს მსხვილი ძვლები და კარგად განვითარებული მუსკულატურა. აქვს განიერი თავი სამკუთხედი ჩამოკიდებული ყურები, ყურებს და კუდს ხშირ შემთხვევაში უკეთებენ კუპირებას. შეფერილობა შავი, რუხი, ალიფერი და ვეფხვისფერი.

ხასიათი

კანე კორსო არის პატრონის და მისი ოჯახის ერთგული ძაღლი. გაწონასწორებული ფსიქიკით და ადვილად იწვრთნება. არის უაღრესად მამაცი და არასდროს არ იხევს უკან. საფრთხის დროს ყოველთვის იღებს სწრაფ და სწორ გადაწვეტილებას. თუ ძაღლი გყავთ კორპუსის ბინაში მას ჭირდება ხშირი ფიზიკური დატვირთვა.

დანიშნულება

კანე კორსო მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო სამომსახურეო ძაღლია. მას იყენებენ ობიექტების დასაცავად, პირად მცველებად, აგრეთვე იყენებენ პოლიციაში. კენე კორსო იმდენად გონიერი ძაღლია რომ თავისუფლად შეუძლია ძიძის მაგივრობა გაუწიოს ბავშვს.





დრათხაარი

სიმაღლე:ხვადი 63-68 სმ, ძუ 58-66სმ.
წონა:ხვადი 35-45 კგ, ძუ 28-35კგ
სიცოცხლის ხანგრძლივობა:12– 14 წელი
წარმომავლობა:გერმანია

წარმომავლობა

დრათხაარი გამოიყვანეს გერმანიაში მე–19 საუკუნეში. მისი უახლოესი ნათესავები არიან კურცხაარი და ლანგხაარი. მისი ოფიციალური სტანდარტი მიიღეს 1924 წელს.

ჯიშის აღწერა

დრათხაარს აქვს განიერი მკერდი, საშუალო ზომის ჩამოყრილი ყურები, ოვალური მუქი ფერის თვალები, კუდი კუპირებული. შეფერილობა მუქი ყავისფერი სერი ლაქებით.

ხასიათი

ეს მშვენიერი მეგობრული ძაღლი თავისუფლად შეგიძლია იყოლიოთ სახლში. დრათხაარი არის ძალიან გონიერი დამჯერი და მშვენივრად უგებს ოჯახის ნებისმიერ წევრს. არის გაზონასწორებული ძალიან ტემპერამენტიანი და ენერგიული. უყვარს ბევრი სეირნობა.

დანიშნულება

დრათხაარი უნივერსალური მონადირე ძაღლია. მას წარმატებით იყენებენ როგორც ფრინველზე სანადიროდ ასევე დიდ ნადირზე.




გერმანული დოგი

სიმაღლე:ხვადი 80-95 სმ, ძუ 72-86სმ.
წონა:ხვადი 60-80 კგ, ძუ 45-60კგ
სიცოცხლის ხანგრძლივობა:7-8წელი
წარმომავლობა:გერმანია

წარმომავლობა

გერმანული დოგი არის გერმანიის ეროვნული ძაღლი. მის წინაპრებს გერმანელები იყენებდნენ გარეულ ტახებზე სანადიროდ.

ჯიშის აღწერა

ეს არის ელეგანტური, ულამაზესი ფორმების, ბრწყინვალე, ხშირი და მოკლე ბეწვის მქონე ძაღლი. აქვს მოგრძო თავი საშუალო ზომის ყურებით. შეფერილობა შავი, ცისფერი ვეფხვის ფერი და მარმარილოს ფერი.

ხასიათი

გერმანული დოგი არის ძალიან ერთგული, გონიერი და მეგობრული. მას უნდა ყავდეს ენერგიული პატრონი. ესაჭიოება ადრეული ასაკიდან წვრთნა.

დანიშნულება

არის ეგზოტიკური ძაგლი. თვლიან რომ ის ძალიან კეთილშობილი ძალია იმისთვის რო მომსახურე ძაღლი იყოს.





თეთრი შვეიცარული ნაგაზი

სიმაღლე:ხვადი 60-66 სმ, ძუ 55-61სმ.
წონა:ხვადი 30-40 კგ, ძუ 25-35კგ
სიცოცხლის ხანგრძლივობა:10-12 წელი
წარმომავლობა:შვეიცარია

წარმომავლობა

თეთრი შვეიცარული ნაგაზის წინაპრები არიან გერმანული ნაგაზები.

ჯიშის აღწერა

არსებობს ამ ძაღლის ორი ნაირსახეობა დიდ ბეწვიანი და მოკლე ბეწვიანი. შვეიცარული ნაგაზები არიან საშუალო სიდიდის კარგდ განვითარებული მუსკულატურით. დაცქვეტილი ყურებით. სტანდარტის მიხედვით აუცილებლად უნდა ქონდეს სწორი სწორი თეთრი ბეწვი. დახვეული და ლექებიანი სტანდარტს არ შეესაბამება.

ხასიათი

არის ძალიან მხიარული, ყურადღებიანი და დაკვირვებული. გაწონასწორებული ხასიათის არასდროს ამჯღავნებს აგრესიულობას. ძალიან უყვარს ბავშვები. ადვილად იწვრთნება.

დანიშნულება

თეთრ შვეიცარულ ნაგაზი არის სამომსახურეო ძაღლი.



ჩიხუახუა

სიმაღლე:ხვადი 17-19სმ, ძუ 15-18სმ.
წონა:ხვადი 2-2,5კგ, ძუ1,8-2კგ,
სიცოცხლის ხანგრძლივობა:12-15 წელი
წარმომავლობა:მექსიკა

წარმომავლობა

ჩიხუახუა გამოიყვანეს მექსიკაში, მოგვიანებით ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიყვანეს მისი ნაირსახეობა გრძელბეწვიანი ჩიხუახუა.

ჯიშის აღწერა

ჩიხუახუა არის პროპორციული ტანის მინიატურული ძაღლი. დიდი დაცქვეტილი ყურებით, საშუალო ზომის კუდით. ბეწვი ხშირი. შეფერილობა ნებისმიერი. რთულად იტანს სიცივეს.

ხასიათი

ჩიხუახუა არის ძალიან მხიარული, მამაცი და პატრონისადმი ერთგული ძაღლი. არის შესანიშნავი კომპანიონი.

დანიშნულება

ჩიხუახუა არის დეკორატიული ძაღლი.




დასავლეთ ციმბირული ლაიკა

სიმაღლე:ხვადი 55-62სმ, ძუ 51-58სმ.
წონა:ხვადი 20-23კგ, ძუ18-21კგ.
სიცოცხლის ხანგრძლივობა:12 წელი
წარმომავლობა:რუსეთი

წარმომავლობა

დასავლეთ ციმბირული ლაიკა გამოიყვალეს რუსეთში მე–19 საუკუნის მიწურულს და მე-20 საუკუნის დასაწყისში. მისი პირველი სტანდარტი მიიღეს 1949წელს. დღეს ეს ჯიში რუსეთში ყველაზე გავრცელებული ლაიკის ჯიშია.

ჯიშის აღწერა

დასავლეთ ციმბირული ლაიკა არის საშუალო ზომის, საკმაოდ ძლიერი ძაღლი, მას ძალინ კარგად აქვს განვიძთარებული ორიენტაციის უნარი. აქვს ხშირი სწორი ბეწვი. შეფერილობა თეთრი, რუხი, წითური.

ხასიათი

არი ძალიან ერთგული, მამაცი, არასდროს ამჟღავნებს ადამიანის მიმართ აგრესიას.

დანიშნულება

იყენებენ დათვზე, ირემზე, ლოსზე, ტყის და წყლის ფრინველზე სანადიროდ.


ინგლისური სეტერი

სიმაღლე:ხვადი 65-68სმ, ძუ 61-65სმ.
წონა:ხვადი 27-30კგ, ძუ 25-28კგ.
სიცოცხლის ხანგრძლივობა:10-12 წელი.
წარმომავლობა:დიდი ბრიტანეთი

წარმომავლობა

ინგლისური სეტერი 1815-1877 წლებში ედვარდ ლავერაკმა გამოიყვანა. ინგლისური სეტერის პირველ წინაპრებს ჯერ კიდევ მე 16-ე საუკუნეში იყენებდნენ სანადიროდ. 19-ე საუკუნეში, ედვარდ ლავერაკის დამსახურებით მიიღეს თანამედროვე ინგლისური სეტერის ჯიში.

ჯიშის აღწერა

ინგლისური სეტერი საშუალო აღნაგობის ძაღლია. აქვს მაღალი, დაკუნთული კისერი, ელეგანტური თავი. ოდნავ გრძელი, სწორკუთხოვანი სახის ფორმით, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მკვეთრად გამოხატული. კბილები თეთრი და მაგარი. თვალები ლამაზი, ჭკვიანი გამოხედვით, მუქი ყავისფერი შეფერილობის. თვალის ხაზის გასწვრივ დასმული ჩამოკიდებული ყურები, საშუალო ზომის ოდნავ დატალღული ბეწვით. კუდი საშუალო სიგრძის,ზურგის ხაზის ოდნავ დაბლა დასმული, დაფარული ხშირი და სწორი, ან ოდნავ ტალღოვანი ბეწვით, რომელიც ბოლოსკენ ვიწროვდება. ინგლისური სეტერის ბეწვი გრძელია, ხშირი, მბრწყინავი, სწორი ან ოდნავ ტალღოვანი. ძირითადი შეფერილობა თეთრია, სხვადასხვა ფერის ლაქებით: შავი ან ყავისფერის ვარიაციები. ინგლისური სეტერი სამფეროვანიც არსებობს, თეთრ ფონზე შავი ლაქები, ხოლო სახისა და თათების მიდამოებში ყავისფერი ლაქები. იშვიათად გვხვდება აბსოლუტურად თეთრი ფერის სეტერები.

ხასიათი

ინგლისური სეტერი საიმედო, გაწონასწორებული ხასიათის ძაღლია, უყვართ სივრცე და მოძრაობა, ამიტომ ბინაში მათი ყოლა რეკომენდებული არაა. ინგლისური სეტერი ძალზე აქტიურია, მოუთმენლად ელის როდის წაიყვანენ გასასეირნებლად, საღამოს კი განსაკუთრებულად პატრონის ფეხებთან გემრიელად მოკალათება უყვარს. ინგლისური სეტერი ბუნებით ძალიან მეგობრულია, კარგად ურთიერთობს როგორც უფროსებთან, ასევე ბავშვებთან. მათ „ძაღლების სამყაროს ჯენტლემენებსაც“ კი უწოდებენ თავიანთი სანაქებო საქციელის გამო. ინგლისურ სეტერს განსაკუთრებულად ხიბლავს ადამიანებთან ურთიერთობა, მარტო ისინი მოწყენილები არიან.

დანიშნულება

ერთგული და ღირსეული კომპანიონი, მონადირე.




მასტინო ნეაპოლიტანური

სიმაღლე:ხვადი 65-75 სმ, ძუ 60-70სმ.
წონა:ხვადი 70-100კგ, ძუ 50-80კგ.
სიცოცხლის ხანგრძლივობა:10წელი
წარმომავლობა: იტალია

წარმომავლობა

მასტინო არის უძველესი იტალიური ჯიშის ძაღლი. მას იყენებდნენ ძველი რომაელი ლეგიონერები ბრძოლებში. მასტინოს თანამედროვე ტიპი შეიქმნა 1947 წელს იტალიელი სელექციონერის პ. სკანციანის თაოსნობით. მისი უკანასკელი სტანდარტი მიიღეს 1999 წელს.

ჯიშის აღწერა

მასტინო არის უხეში კონსტრუქციის, უზარმაზარი ჯიშის ძაღლი ძლიერი ძვლოვანი სისტემით და მუსკულატურით. აქვს დიდი თავი განიერი მკერდი. კუდს და ყურებს ხშირ შემთხვევაში უკეთებენ კუპირებას. შეფერილობა შავი, ცისფერი, რუხი, ვეფხვისფერი, მკერდზე და თათებზე დასაშვებია თეთრი ლაქები.

ხასიათი

მიუხედავად საშიში შესახედაობისა მასტინო საკმაოდ წყნარი და დამჯერი ძღლია. ის კარგად ეგუება ოჯახის წევრებს და ბავშვებს. აქვს შესანიშნავი მეხსიერება და ძალიან დამჯერია. არის საოცრად უშიშარი და უნდობი უცხოს მიმართ. ესაჭიროება ადრეული ასაკიდან გაწვრთნა.

დანიშნულება

გამოიყენებენ ობიექტების დასაცავად. არის შესანიშნავი კომპანიონი.



როტვეილერი

სიმაღლე:ხვადი 62-68სმ, ძუ 58-64სმ.
წონა:ხვადი 45-50სმ, ძუ42-46სმ.
სიცოცხლის ხანგრძლივობა:12 წელი
წარმომავლობა:გერმანია

წარმომავლობა

როტვეილერის წინაპრები იტალიელი მასტიფები არიან. ეს ჯიში გამოიყვანეს გერმანიის ქალაქ როტვეილერში. თავიდან მას როტვეილერულ ძაღლს უწოდებდნენ. მე–19 საუკუნის მიწურულს ეს ჯიში გადაშენების პირას იყო მისული მაგრამ შტუტგარტელი მომშენებლების ძალისხმევით ისევ აღორძინდა.

ჯიშის აღწერა

როტვეილერი არის მასიური ძლიერი ძაძღლი. თავი მრგვალი და განიერი. თვალები მუქი. ყურები სამკუთხედი წინ ჩამოყრილი, დასაშვებია კუდის კუპირება. აქვს მოკლე უხეში ხშირი ბეწვი. როტვეილერი გამოირჩევა მაღალნაყოფიერებით ხშირია შემთხვევები როცა ყრის 12 და მეტ ლეკვს.

ხასიათი

როტვეილერი არის ძალიან ჭკვიანი, გაწონასწორებული, დამჯერი, წყნარი, კარგად იწვრთნება. ამ ჯიშის ძაღლები აგრესიულობას ავლენენ მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა მათ პატრონს საფრთხე ემუქრება. აუცილებელია ადრეული ასაკიდან სწორი თანმიმდევრული წვრთნა.

დანიშნულება

როტვეილერებს იყენებენ პირად დაცვაში, ობიექტების დასაცავად. ასევე პოლიცია და სპეც სამსახურები.




სენბერნარი

სიმაღლე:ხვადი 68-70 სმ, ძუ 65-68სმ.
წონა:ხვადი 60-70კგ, ძუ 50-60კგ.
სიცოცხლის ხანგრძლივობა:9-11წელი
წარმომავლობა:შვეიცარია

წარმომავლობა

სენბერნარი წამოიშვა შვეიცარიის ალპებში მე-17 საუკუნეში წმინდა ბერნარის მონასტერში. ამ ჯიშის ძაღლები ეხმარებოდნენ ბერებს თოვლში დაკარგული მოგზაურების პოვნაში. მათ არაერთი ადამიანი გადაარჩინეს თოვლში გაყინვისგან.

ჯიშის აღწერა

სენბერნარი არის ძლიერი პროპორციული აღნაგობის კარგად განვითარებული მუსკულატურის მქონე ძაღლი. დიდი თავით, ხშირი გრძელი ბეწვით. შეფერილობა თეთრის და ალისფერის ნაზავი.

ხასიათი

არის უერთგულესი მეგობარი, შეუპოვარი, არასდროს ამჟღავნებს აგრესიულობას.

დანიშნულება

სამომსახურეო, სამძებრო.




ნგლისური კოკერ–სპანიელი

სიმაღლე:ხვადი 39-41სმ, ძუ 38-40სმ.
წონა:ხვადი 14-15კგ, ძუ12-14კგ,
სიცოცხლის ხანგრძლივობა:14-16 წელი
წარმომავლობა:დიდი ბრიტანეთი

წარმომავლობა

ინგლისურ კოკერსპანიელს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, მაგრამ როგორც დამოუკიდებელი ჯიში აღიარეს 1892 წელს.

ჯიშის აღწერა

ინგლისური კოკერ–სპანიელი არის კვადრატული ფორმის პატარა, პროპორციულად განვითარებული ტანის ძაღლი. თავისი პატარა ზომების მიუხედავად ინგლისური კოკერ–სპანიელი საკმაოდ ძლიერი ძაღლია. გამოირჩევა კარგი მონადირული ინსტიქტით და ყნოსვით. ბეწვის საფარველი მთელ ტანზე სწორი აქვს, მხოლოდ ფეხებზე და ყურებზე აქვს ხუჭუჭა. შეფერილობა მრავალგვარი აქვს, დასაშვებია ერთფერიანი, ლაქებიანი, წინწკლებიანი.

ხასიათი

ინგლისური კოკერ–სპანიელი არის ძალიან დამჯერი, აქტიური, უაღრესად მხიარული ძაღლი. მუდმივად უყვარს თავგადასავლების ძიება. კარგად ეგუება ნებისმიერ ცხოველს.

დანიშნულება

ინგლისური კოკერ–სპანიელი ერთერთი საუკეთესო მონადირე ძაღლია. კარგად განვითარებული ყნოსვის გამო მას იყენებენ პოლიციაშიც ნარკოტიკების აღმოსაჩენად. ასევე არის დეკორატიული ძაღლი.


ალიასკის მალამუტი

სიმაღლე:ხვადი 59-64სმ, ძუ 52-58სმ.
წონა:ხვადი 34-39კგ, ძუ 30-34კგ.
სიცოცხლის ხანგრძლივობა:8 წელი
წარმომავლობა:აშშ

წარმომავლობა

მალამუტი ჩრდილოეთის ძაღლია, მისი სახელი წარმოიშვა ალისკური ტომისგან მალემუტ.

ჯიშის აღწერა

მალამუტი საკმაოდ დიდი ჯიშის ძაღლია. განიერი თავით და აწეული ყურებით. მისი პატრონი უნდა იყოს გამოცდილი. სიძლიერის გამო მისი მოვლა მოხუცს და ბავშვს საკმაოდ გაუჭირდება. მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს ძალიან უყვარს სეირნობა და თამაში გამოირჩევა საკმაო ენერგიულობით. შეფერილობა ღია სერიდან შავამდე. აუცილებელია გახსოვდეთ რომ ამ ჯიშის ძაღლებს მუდმივად ცვივათ ბეწვი.მისი გაწვრთნა საკმაოდ ძნელია და ამიტომ აუცილებელია ეს საქმე გამოცდილ სპეციალისტს მიანდოთ. დიდი ზომების მიუხედავად საკვებს საკმაოდ ცოტას ჭამენ და არც პრეტენზიულები არ არიან.საკმაოდ კარგად იტანს ცივ კლიმატს, სიცხეში აუცილებელია მოუწყოთ ჩრდილი და მუდმივად უნდა ქონდეს წყალი.

ხასიათი

არის ძალიან ენერგიული და ძლიერი გონიერი და დამოუკიდებელი. ვერ ეგუება სხვა ცხოველებს, ადამიანებთან კი საკმაოდ მეგობრული დამოკიდებულება აქვთ. მალამუტები არიან ძალიან მეგობრულები და უყვართ ხალხის კომპანიაში ყოფნა.

დანიშნულება

გამოიყენებენ როგორც სამგზავრო ძღლს ასევე პოლარულ ექსპედიციებში. ეზოს დაცვისთვის მისი გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.


ბულმასტიფი

სიმაღლე:ხვადი 63-68 სმ, ძუ 61-66სმ.
წონა:ხვადი 49-59 კგ, ძუ 41-50კგ
სიცოცხლის ხანგრძლივობა:8-10წელი
წარმომავლობა:დიდი ბრიტანეთი

წარმომავლობა

მე–19საუკუნეში ინგლისელმა მეტყევეებმა ბულდოგისა და მასტიფის შეჯვარებით გამოიყვანეს ბულმასტიფი. 1924 წელს ის დამოუკიდებელ ჯიშად აღიარეს.

ჯიშის აღწერა

ბულმასტიფი არის საკმაოდ ძლიერი ძაღლი, კარგად განვითარებული მუსკულატურით. თავი განიერი და კვადრატული, ძლიერი კბილებით, ყურები ჩამოყრილი და უკან გაწეული, მოკლე ბეწვი, შეფერილობა მოყვითალო მოყავისფრო, ალისფერი და ვეფხვისფერი.

ხასიათი

ბულმასტიფი არის ძალიან მოსიყვარულე, ერთგული, დამჯერი, ყურადღებიანი, უშიშარი და ენერგიული ძაღლი. მიუხედავად ამისა მას ჭირდება ენერგიული პატრონის მკაცრი ხელი.

დანიშნულება

ბულმასტიფებს იყენებენ საკუთრების და პირად მცველებად.

No comments:

Post a Comment