ძაღლები და ხელოვნება..

ჰაჩიკო




ნამდვილ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი....









ნოდარ დუმბაძე – ძაღლი

ეს ამბავი 1941 წლის აგვისტოში დაიწყო და ზუსტად ორი წლისთავზე გათავდა. ომი სულ რაღაც ორი თვის გამოცხადებული იყო, მისმა სუსხმა რომ ჩვენს სოფელს მოაღწია. ასეა თუ ისე, შეძლებულ ცხოვრებას მიჩვეულმა გლეხმა უცებ ვერ აწონა ქვეყნად მომხდარი საშინელება, უცებ ვერ დააგდო ხელგაშლილი ცხოვრება და უკვე აგვისტოში, ბევრის ბეღელი, ჭური და სალარო დაცარიელებული აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ოჯახს ასე დაემართა.

წყალმანკით დაუძლურებული და ძვალგაციებული ბაბუაჩემი სპირიდონი დღედაღამ ბუხართან იჯდა და მთელი ოჯახის სიმძიმე მე მაწვა კისერზე. სხვას რომ თავი დავანებოთ, მარტო ტყიდან შეშისა და ფიჩხის თრევას ვერ ვუთავდებოდი, რათა ძვალგაციებულ ბაბუას ბუხარი არ გაპარვოდა.

1941 წლის 25 აგვისტოსთვის ყველაფერი გაგვითავდა. ბაბუაჩემმა განჯინიდან თავზე ტაროს ნაქურჩლებით დაცობილი, მისი ღვიძლის მომნელებელი, არყით სავსე ათლიტრიანი ბოცა გამომატანინა და მითხრა:

- ჩადგი გოდორში, წაიღე ჩოხატაურის ბაზარში და ერთ ფუთ სიმინდში გადაცვალე. ვინც ნაკლები შეგაძლიოს, დაამხვე თავზე ბოთლიანად და წამოდი. ამის ფასი მარტო მე ვიცი, ბჟოლისაა და 80 გრადუსია. – მერე სევდიანი თვალი გააყოლა ბოცას, ამოიოხრა და ხელით მანიშნა – წადიო.

ბოთლის თავზე დამხობა კი არა, ბაზარში არყის ისეთი სპეციალისტი შემხვდა, ერთი ფუთი ფრჩხილის სისხო ყვითელი სიმინდის კაკალიც ჩამიჩხრიალა ტომარაში, სამი თუმანიც ჩამიკუჭა ჯიბეში, ლოყაზეც ხელი მომითათუნა და მეორე კვირისათვის ისევ იმ ადგილზე დამიბარა.

ბაზრის პირდაპირ რომ სასადილოა, იმის კარი შევაღე და გოდრიანად მივადექი დახლს.

- კატლეტი გაქვთ? – ვკითხე მებუფეტეს.

- ფული გაქვთ? – მკითხა მებუფეტემ.

- კი!

- რამდენი?

- სამი თუმანი.

- მაჩვენე!

ვაჩვენე!

- დაჯექი არა, აგერ და მოგიტან!

- სამი პორცია! – ვუთხარი მე და გოდორი მოვიხსენი.

- შენ, ბიჭო, უდღეური რომ არ ხარ? – გულწრფელად მკითხა მებუფეტემ.

- მშიერი ვარ მე! – განვუმარტე.

- კარტოფილით მოგიტანო, თუ მაკარონით?

- ორი მაკარონით და ერთი კარტოფილით, სამივე პორცია ცალ-ცალკე.

- ლიმონათი რამდენი?

- ლიმონათი სამი, – ვუთხარი მე და ქამარი წინდაწინ მოვიშვი.

მებუფეტე ისე დამაკვირდა, შევატყვე, ისევ უნდოდა ეკითხა – უდღეური ვიყავი თუ არა, მაგრამ გადაიფიქრა. ყველფერი რომ მომიტანა, ალერსით მკითხა:

- ის სამი თუმანი რომ მაჩვენე წეღან, რა უყავი!

- აგერ მაქვს! – ვუთხარი რიხიანად და წითელი სამთუმნიანი დავაძრე ჯიბიდან. მებუფეტემ ფული გამომართვა, სინათლეზე გახედა. ჭუჭყიანი ხალათის ქვეშ რომ უფრო ჭუჭყიანი ხალათი ეცვა, იმის გულისჯიბეში ჩაიდო – თავისუფალი ხარო, – გამიღიმა და წავიდა.

სასადილოში დაბალი, გრძელი და შავი ძაღლი შემოიძურწა, ფერდები ჩაცვენილი ჰქონდა. რამდენჯერ ამიარ-ჩამიარა, თან ირიბად მიცქეროდა. არაფერი რომ არ ვუთხარი, ახლოს მოვიდა. კატლეტი ვერ გავიმეტე და ჭიაყელასებური მაკარონი გადავუგდე. ჰაერშივე გაქაჩა და გადაყლაპა. გათამამდა. ახლა კუდის ბაკუნითა და ნერწყვის ყლაპვით წინ დამიჯდა. ისევ ვესროლე მაკარონი, ისევ ჰაერში გადასანსლა. მერე, ყურადღება რომ აღარ მივაქციე, დამიყეფა, – მომხედეო!

- გადი, ძაღლო, გარეთ, შენი ბანალი დაიწვა! – გაუჯავრდა მებუფეტე.

- რა ქვია? – ვკითხე.

- რა ვიცი, მაგის პატრონი გადაშენდა!

- ვისია?

- რა ვიცი, მოუკვდა პატრონი. გადი, ძაღლო, გარეთ! – დანა მოუღერა მებუფეტემ.

ძაღლმა კუდი ამოიძუა და გარეთ გავიდა.

მოვრჩი ჭამას, გოდორი მოვიკიდე და კარისკენ წავედი. მართლაც ნამეტანი მომივიდა. სულს ძლივს ვითქვამდი.

- ხურდა არ მერგება? – ვკითხე სხვათა შორის.

- გადაგყვები ზედ! – მითხრა მებუფეტემ.

- სულ არა? – ვცადე ბედი.

- უბედური შენი მარჩენალი.

შეეცოდა ბაბუაჩემი მებუფეტეს. გარეთ რომ გამოვდიოდი, თვალი მოვკარი, ის ძაღლი ისევ შეიძურწა სასადილოში. სოფლის გზას დავადექი, ათი ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული, ძაღლის, ენით აუწერელი კივილი მომესმა. უცებ შლიგინით ჩამიქროლა გადარეულმა ძაღლმა, ხიდის ქვეშ წყალში შევარდა, მერე ამოვარდა წყლიდან, სილაზე დაგორდა და საცოდავ წკავწკავს მოჰყვა. მოვიხედე. სასადილოს კარებში ცხვირგარუმბებული მებუფეტე იდგა, ხელში ქვაბი ეჭირა, ქვაბს ოხშივარი ასდიოდა.

- დადუღრე? – ვკითხე.

- არა, ფეხები დავუთბილე! – გაიკრიჭა მებუფეტე.

- ვირიშვილი ხარ შენ! – ვუთხარი მე.

მებუფეტე გაშტერდა, მერე ქვაბი დადგა, მარჯვენა მკლავი დაიკაპიწა და გალურჯებული სახით წამოვიდა ჩემსკენ.

- დამიცადე მანდ!

გოდორი ჩამოვდგი, დავიხარე და გზის პირას დაგორებული დიდი ქვა ავიღე. მებუფეტე მონუსხულივით შედგა. ერთხანს ასე იდგა, მერე, სილურჯემ რომ გადაუარა, თავი სინანულით გადაიქნია და სასადილოში შებრუნდა.



ძაღლი ხიდის ქვეშ იწვა, ორივე თათი დადუღრული ცხვირპირზე ჩამოეფარებინა, წყალში გალუმპულს დროდადრო ასლოკინებდა და სიმწრით წკავწკავებდა. ახლო რომ მივედი, შემომიღრინა. დავაკვირდი. მარჯვენა თათიც დადუღრული ჰქონდა.

- მომიშვი! – ვუთხარი. – ეს რა მიქენითო, შემომიტია წკმუტუნით. წინ ჩავუცუცქდი. მოლოდინში გაიტრუნა, დაუშავებელი მარცხენა თვალიდან ცრემლი ღვარად ჩამოსდიოდა. რა ვუყო ახლა ამას. – გავიფიქრე, მერე ხალათი გავიხადე, პერანგი შუაზე გავხიე და წყალში დავალბე. თვალის ახვევა რომ დავუწყე ისევ ატირდა. თათიც რომ შევუხვიე ხელი ამილოკა, ვეღარ მოვითმინე, სილაზე დავჯექი და მეც ტირილი დავიწყე. ძაღლი რის ძაღლია, კაცის ტირილის მიზეზს თუ ვერ მიხვდა. მომიჩოჩდა და თავი კალთაზე დამადო.

მახსოვს, 14 წლის ვიყავი, გერვასი ჯაბუას თინა რომ გათხოვდა ნაბეღლაველ არსენა სიამაშვილზე, მაშინ ვინატრე პირველად – ღმერთო, ახლა მქენი 20 წლის და ამ ანგელოზივით ქალს ამას როგორ გავატან-მეთქი… და ახლა ვინატრე მეორედ: – ღმერთო, ახლა იმ მებუფეტის ხნის მქენი და მერე მომკალი-მეთქი. და არასდროს ისე არ მინატრია ნატვრის ასრულება, როგორც ახლა, ამ პატარა ხიდის ქვეშ.



- ვინაა, ბიჭო, ეს? – მკითხა გაკვირვებულმა ბაბუამ, გოდრიდან რომ დაფუფქული ძაღლი ამოვიყვანე და წინ დავუსვი.

- ძაღლია! – ვუთხარი მე.

- რა უგავს ძაღლს? – თქვა ბაბუამ და მიმქრალ ბუხარში შეაფურთხა.

- მებუფეტემ დადუღრა!

- წუწკია ალბათ! – გაამტყუნა ძაღლი ბაბუამ.

- მშიერია! – გავამართლე მე.

- მოხსენი მაგი ჭინჭები! – მითხრა ბაბუამ.

მოვხსენი. ბაბუამ დაშავებულ ადგილებზე დახედა.

- ცუდ დროს კი დაუდუღრავს იმ უგვანოს, მარიამობის თვეა, ამ სიცხეში როდის შეუხორცდება… წადი, ერბო მოიტანე და დაადევი ზედ, ცოტას დაუამებს, თვალზე რა ეშველება, თორემ თათს კი მოირჩენს ლოკვით.

როგორც მითხრა, ისე მოვიქეცი. დილით უკვე ჩვენს ეზოში ძაღლი ყეფდა, მართალია, ჯერ სუსტად და გაუბედავად, მაგრამ მაინც ყეფდა.



რა არ ვუძახეთ მე და ბაბუამ ძაღლს: ხან ჯეკა, ხან ბროლია, ხან ჯულბარსა, ხან რა და ხან რა, არც ერთზე ხმას არ გვცემდა. ძაღლის ნამდვილ სახელს რომ ვერ მივაგენით, უბრალოდ „ძაღლო“ შევარქვით. ერთი თვის თავზე დადუღრული თათიც და თვალიც მოურჩა. დანადუღრავ ადგილზე ახალი, თოვლივით თეთრი ბანალი ამოუვიდა. ეს ბანალი ისე მოუხდა, სოფლის ბარე ორი ძაღლი ვერ გაეჯიბრებოდა სილამაზეში.

სხვა მხრივ, როგორც ძაღლი, სხვა ძაღლებისგან მაინცდამაინც დიდი ნიჭიერებით არ გამოირჩეოდა, ეს კი იყო, ბავშვებს და ქალებს არ ერჩოდა, ჩვენს ერთადერთ, კვერცხისმდებელ, კისერყინტორა ქათამსაც სცნობდა, ათას სხვა ქათამში გამოარჩევდა, თუმცა ძაღლმა ესეც თუ არ ქნა, მაშინ რაღა ძაღლია, კაცთაგან კი ბაბუასა და ჩემს გარდა დედამიწაზე მისთვის სხვა კაცი არ არსებობდა. ეს კაცთმოძულეობა ალბათ მებუფეტემ რომ დადუღრა იმ დღიდან დაჩემდა.

რამდენჯერ უთქვამთ მეზობლებს საყვედურით:

- სპირიდონ, ძალიან გვინდა მოსვლა, მაგრამ ამოგვიკვეთა ფეხი შენს ოჯახში ამ უჯიშომ. მაგისი შიშით სკვინჩა ვერ შემომჯდარა შენი ღობის სარზე, ან დააბი, ან გადააშენე აქედან.

ბაბუა ისე დაუმეგობრდა ძაღლს, უმალ მე გამაგდებდა შინიდან, ვიდრე მას. შეშის მოსატანად თუ წამყვებოდა ხანდახან, ან წისქვილში, ისიც ღამით, თორემ სხვა დროს იწვა ბაბუას ფეხებში გაწვართული და მის განკარგულებას ელოდა. თვალები თაფლისფერი ჰქონდა, სევდიანი და ჭკვიანი, მოძრაობა ზანტი, მაგრამ საკმარისი იყო ხიდან ვაშლი ან მსხალი ჩამოვარდნილიყო, შურდულივით მოწყდებოდა ადგილს, ღორმა არ მიმასწროსო, მივარდებოდა ხის ძირში, აიღებდა ნაყოფს და ბაბუას მიურბენინებდა. ბაბუა თავის მხრივ ქეჩოში წაავლებდა ხელს, ნაზად მოქაჩავდა მადლობის ნიშნად, მერე ნაყოფს გათლიდა, გულს თვითონ შეჭამდა და ნათალს ძაღლს დაუყრიდა და ისიც ისეთი სიამოვნებით მიირთმევდა ბაბუას ხელიდან მიწოდებულ ნათალს, თითქოს ამ ხის ძირში ვაშლი და მსხალი თავსაყარი არ ყოფილიყოს. ყურისგდებაც კარგი იცოდა ძაღლმა. მარტო მას შეეძლო ბაბუას ათასჯერ მონაყოლი ამბის წარბშეუხრელად მოსმენა. რაც უფრო გრძელი იყო ამბავი, მით უფრო ყურადღებით ისმენდა ძაღლი. თან ისე შესციცინებდა თვალებში, თითქოს ეხვეწებოდა – თუ კაცი ხარ, მაგ ამბიდან ერთი სიტყვა არ გამომიტოვოო.

ერთხელ ასეთ საუბარზე შევისწარი ორივე:

- ომს შეურცხვა საქციელი, ძაღლო, თორემ შენისთანა ძაღლი მსხალს უნდა ჭამდეს? – ეუბნებოდა ბაბუა და სინანულით იქნევდა თავს. ძაღლი თავის მხრივ ისე უქიცინებდა თავს, თითქოს უდასტურებდა – აბა, აბაო!

- დაგავიწყდა ხომ, ძაღლო, ხორცის გემო? – ეკითხებოდა ბაბუა.

- კიო! – თავს უქნევდა ძაღლი.

- მაგრამ, ნუ გეშინია, – ამშვიდებდა ბაბუა. – ნუ გეშინია, გამოჩნდება, ალბათ, სადაცაა, გოგიტას მამა არსენა და მოგვხედავს კაცურად. რას იტყვი შენ? – ძაღლი არ იცნობდა მამაჩემ არსენას, მაგრამ თავს მაინც უქნევდა ბაბუას. – არადა, გათავდება, ალბათ, ეს ოჯახდასაქცევი ომი… – განაგრძობდა ბაბუა. – ეს სატკივარიც გამივლის, ალბათ, აბა, რა ჭირი ეცემა? წამოვდგები, შენ ხარ ჩემი ბატონი, წავალ მოსკოვში, ჩავუვარდები მუხლებში სტალინს და ერთ კილო ჰიტლერის ხორცს როგორ არ გამოიმეტებს ჩემთვის და შენთვის? ჰიტლერის სისხლითა და ხორცით უნდა გავძღეთ და დავთვრეთ იმ დღეს მე და შენ, ძაღლო, მაგრამ როდის დადგება მაგი დრო, როდის?.. – ეკითხებოდა ბაბუა და ძაღლიც კითხვით სავსე თვალებით შესცქეროდა თვალზე ცრემლმომდგარ ბაბუას.

ისხდნენ ასე მეგობრები მზემომდგარ აივანზე და ფიქრობდნენ: ერთი, ალბათ, ომის დამთავრებასა და შვილის დაბრუნებაზე, მეორე კი – ხორცზე…

სხვა მხრივ ძაღლი ჩვეულებრივი ძაღლი იყო. ღამღამობით სხვა ძაღლებივით მასაც გარეთ ეძინა. მამლის ყივილს, კატის კნავილსა და ტურის კივილს, ყველა თავის მოძმესავით, ყეფით ეხმიანებოდა, სოფლის ყველა ძაღლთან ერთად ისიც ყმუოდა, როდესაც სოფელში ვინმე ომში დაღუპულს შეიცხადებდნენ, სხვა ძაღლებივით ისიც უღრენდა დათვის ღელიდან ურმის თვალივით ამოგორებულ სავსე მთვარეს. ძუკნაობის დროს ისიც სხვა ძაღლებივით შარახვეტიაობდა და ისევე, როგორც სოფლის ყველა ნაქებარი ძაღლი, ისიც ფეხაწეული აშარდავდა ბოსტანში ახალ ამობიბინებულ ნიახურს. ასე მისდევდნენ დღეები დღეებს. ვცხოვრობდით მე და ბაბუა ისე, როგორც ადამიანებს შეეფერება ომის დროს, ძაღლი კი ისე, როგორც ძაღლს შეეფერება.



1943 წლის 22 აგვისტოს, ღამით, სოფელი ძაღლების გნიასმა შესძრა. ძუკნაობა იყო და ამ ამბისთვის მაინცდამაინც დიდი ყურადღება არავის მიუქცევია.

დილით ასლანა თავბერიძემ ჭანიშვილების საცივთან დაგლეჯილი ძაღლი იპოვა. არც ეს გაგვკვირვებია, რადგან ძაღელების ძუკნაობა უამისოდ არ ჩაივლის, ამიტომ ის დაგლეჯილი ძაღლი სადაც ვიპოვეთ, იქ დავმარხეთ და შინ წავედით.

შუადღეზე სოფელში უცხო კაცმა ჩამოიარა. ძაღლს ეძებდა. ასლანთან მიასწავლეს. იმ საუბარს მეც დავესწარი:

- კირილე ვარ, მამალაძე, ხევიდან! – გაეცნო უცხო.

- რაზე შეწუხებულხართ, ბატონო? – ჰკითხა ასლანამ.

- ძაღლს ვეძებ ჩემსას, ასე მითხრეს, დაგლეჯილი ძაღლი გიპოვიათ ვითომ თქვენ და დაგიმარხავთ.

- კი, მე და ამ ბაღანამ დავმარხეთ, არ უნდა დაგვემარხა?

- რას ბრძანებთ, მადლობელი ვარ ჭირისუფლობისათვის, მაგრამ ის ადგილი უნდა მაჩვენოთ.

წავყევით და ვაჩვენეთ. საფლავი ამოთხარა. ძაღლი ამოათრია და დააკვირდა.

- კი ჩემია! – თქვა ბოლოს დაბეჯითებით.

- გადასვენებას ხომ არ უპირებთ, ბატონო? – გაუღიმა ასლანამ.

- გადასვენებას კი არა, დანა კბილს არ მიხსნის, ბავშვი დამიჭამა გუშინ ამ ძაღლიშვილმა, ასე მითხრეს პასტერის სადგურში: იმ ძაღლის თავი მოგვიტანე, ანალიზს ავუღებთ ტვინშიო, თუ არა და, ცოფის ნემსების გაკეთება მოგიწევთო. ჩემ თავს არ ვჩივი, ასლან ბატონო, მუცელში ორმოცი ნემსის გაკეთებას გაუძლებს ჩემი ბაიასავით გაყვითლებული და უდღეური ბაღანა? – ამოიოხრა კირილე მამალაძემ და ტომრიდან ნაჯახი ამოიღო. ასლანას აღარ დაველოდე, შემოვბრუნდი და შინ წავედი.

ბაბუას მოვუყევი ყველაფერი.

- არაა მაგი კარგი ამბავი. – თქვა ბაბუამ ფიქრის შემდეგ და მის ფეხებთან უდარდელად გაშოტილ ძაღლს თვალი შეავლო.

საღამოს ბადრია მეთუთუნე მოადგა ჭიშკარს და თოფი სთხოვა ბაბუას.

- რად გინდა თოფი, ბადრია? – ჰკითხა ბაბუამ.

- ძაღლი უნდა მოვკლა, სპირიდონ!

- რას ერჩი?

- წუხელ რომ ხევიდან გადმოვარდნილმა ძაღლმა მთელი სოფლის ძაღლები დაცოფა, შენ არ გაგიგია? იქ არ იყავი, ბიჭო, შენ, იმ კაცმა რომ თქვა, ბაღანე დამიჭამაო? – მომიბრუნდა მე ბადრია.

- იმ კაცს არ უთქვამს, ცოფიანი იყო ძაღლიო! – ამოვღეჭე მე.

- როდის იყო, ბიჭო, ჭკუათმყოფელი ძაღლი პატრონს კბენდა, ისიც ბაღანას? – მკითხა ბადრიამ.

ვერაფერი ვერ ვუპასუხე.

- მაგ საქმისთვის თოფს ვერ გათხოვებ, ბადრია! – გააწბილა ბაბუამ.

- აბა, რითი მოვკლა!

- სარით!

- სარით რა, მხეცი კი არ ვარ! – ეწყინა ბადრიას.

- მაინც ვერ გათხოვებ! – თქვა ბაბუამ. ბადრია მიხვდა, წყალს რომ ნაყავდა და წავიდა.

- ამეღამ ძაღლი ახორში დაამწყვდიე! – მითხრა ბაბუამ და ძაღლს თავზე ხელი გადაუსვა.



პირველი თოფი ასლანა თავბერიძის ეზოში გავარდა და ძაღლის კივილმა ცა გახია.

- რა რიცხვია დღეს, ბაბუ? – მკითხა ბაბუამ.

- ოცდასამი აგვისტო! – ვუპასუხე მე.

- დაიწყო ბართლომეს ღამე! – თქვა ბაბუამ და თავი ჩაქინდრა.

პირველ თოფს მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე, მესამეს – მეოთხე… თოფის ხმა გრიალით გადადიოდა ეზოდან ეზოში, ყმუილი, წკავწკავი, ყიჟინა, ბავშვების ტირილი, საქონლის ბღავილი – ყველაფერი ერთმანეთში აირია, გავარდა ბადრიას ეზოში, მერე ჩვენი ყურის მეზობლის მაკარიას ეზოშიც გავარდა და ძაღლის კივილმა და წკმუტუნმა დაანგრია ქვეყანა.

- ფილთა აქვს მაგ უღმერთოს, და რა გაუძლებს ამ ძაღლის საცოდაობას სანამ მაგი მაგას ხელმეორედ დატენის. – თქვა ბაბუამ და აკანკალებული ხელები ყურებზე აიფარა. ერთი საათი გრძელდებოდა ძაღლების ეს აუწერელი ჟლეტა. ერთი საათი გუგუნებდა ცა და დედამიწა ჩვენს გარშემო. ერთი საათი ანგრევდა და აწყდებოდა გადარეული ჩვენი ძაღლი ღრენითა და კბილების ღრჭენით გარედან სარგაყრილ ახორის კარს. მერე ნელ-ნელა მიწყნარდა ხმაური, სადღაც უკანასკნელი თოფი გავარდა.

- ეჰე-ჰეჰე… – დაიყიჟინა მთელ სოფელზე ომახიანად ვიღაცამ.

- გათავდა! შენ მოგეცა ამათი ცოდვა კაცის გაჩენისათვის, ღმერთო! – თქვა ხელაპყრობილმა ბაბუამ და სოფელი ჩაკვდა.



მამალმაც იყივლა, ძროხამაც იბღავლა, სკოლის ზარმაც დარეკა, მზეც ამოიწვერა კონცხოულაზე, თხამაც დაიპეტელა, თიკანმაც დაიკიკინა, კატამაც დაიკნავლა. ქათამმაც დაიკაკანა, მაგრამ დილა დილას არ ჰგავდა, რაღაც აკლდა სოფელს, რაღაც თითქოს შეუმჩნეველი, მაგრამ უზარმაზარი, მშობლიური, თბილი, ახლობელი, და როდესაც მხარზე წალდგადაგდებულმა ასლანამ ჩაიარა ორღობეში და უკან ძაღლი არ მისდევდა, მივხვდი, რომ ეს რაღაც უზარმაზარი, სოფლის განუყოფელი ნაწილი, მისი სისხლი და ხორცი, ძაღლი იყო, ჩვეულებრივი ძუნკალი ძაღლი. უძაღლოდ გათენდა 1943 წლის მარიამობის თვე ჩემს სოფელში.

იმ დილით ჩვენი ძაღლი ახორიდან არ გამოსულა, არც დაუყეფია და არც საჭმელი უჭამია. სკოლიდან დაბრუნებულს, ბაბუას ფეხებში დამხვდა გაშოტილი და თვალდახუჭული, მკვდარივით ეგდო, მუცცელი ოდნავ უფეთქავდა და მხოლოდ იმაზე თუ შეატყობდი, რომ ცოცხალი იყო.

- რას შვება? – ვკითხე ბაბუას.

- წუხანდელ ღამეს ინელებს. – თქვა ბაბუამ, – ნუ გეშინია, ძაღლია და დაავიწყდება! – დააყოლა ბოლოს და მერე ალერსით თავზე ხელი მოუთათუნა. ძაღლი არ განძრეულა.

შებინდებისას ჭიშკარს ისევ ბადრია მეთუთუნე მოადგა. ნასვამს ჰგავდა.

- საღამო მშვიდობისა, სპირიდონ! – მიესალმა ბაბუას.

- გაგიმარჯოს, ბადრია! – უპასუხა ბაბუამ და რატომღაც ეზოში არ ჩამოიპატიჟა.

- სპირიდონ! – ცოტა ყოყმანის შემდეგ დაიწყო ბადრიამ – ხალხი ჩივის, სპირიდონის ეზოში წუხელ თოფი არ გავარდნილაო…

- რატომ უნდა გავარდნილიყო, ბადრია, თოფი, ჩემს ეზოში წუხელ კალანდა იყო, ომი დამთავრდა თუ ჩემი ბიჭი არსენა დაბრუნდა? – ჰკითხა ბაბუამ.

- ნუ გადაუდგები, სპირიდონ, სოფელს ძაღლის გულისთვის. მოკალი მაგი ძაღლი. ჩვენ რა, შენზე ნაკლებ უჯიშო ძაღლები გვყავდა, თუ შენ ჩვენზე გულჩვილი გამოდექი?!

- არ ვიზამ მე, ბადრია, ისე, რომ მოვკვდე და ჩემს ეზოში ძაღლმა არ დაიყმუვლოს. – უთხრა ბაბუამ.

- სპირიდონ, მაგ რომ გაცოფდეს და ბაღნები დამიკბინოდ, ნავთს მივცემ შენს ოდას და შენც შიგ გამოგფუფქავ! – თქვა ბადრიამ და ბარბაცით წავიდა.

უკვე ბნელოდა, მაგრამ მე დავინახე, როგორც გაფითრდა ბაბუა.

- ბადრია! – დაუძახა უცებ, ბადრია შემოტრიალდა. – ბადრია ლაწირაკო, ჭკუით იყავი, ნუ ჩამადენინებ ცოდვას და ნუ გამათბობინებ შენი ისლით გადახურული სახლის ნაკვერჩხალზე ამ გაციებულ ძვლებს…

არ ვიცი, იმ წუთში სიბნელეში გაშეშებული ბადრია რას ფიქრობდა, მე კი ბაბუას სიტყვის ფასი რომ ვიცოდი, ბადრიას ადგილზე იმ ღამით არ დამეძინებოდა.

შუაღამისას ჩვენი ეზოს ბოლოში ორჯერ გავარდა ზედიზედ თოფი. ბოლო გასროლას ძაღლის ღრენაშერეული კივილი მოჰყვა. გულგახეთქილი წამოვვარდი, თოფს ხელი ვტაცე და გასროლის ადგილას მივირბინე. ვიღაც ბარდებში გაშლიგინდა და თავქვე დაეშვა. ჩვენი ძაღლი ღობის ძირში იწვა და ჩუმად წკმუტუნებდა. ხელში ატატებული შევიყვანე ოდაში. ბაბუას ჭრაქი აენთო და ბუხართან იჯდა თხისტყავზე ფეხმორთხმული. ნატყვიარი გაუსინჯა ძაღლს. საფანტს უკანა ფეხში გაეარა. ჯერ სპირტით მობანა ჭრილობა, შემდეგ თუთუნი დააყარა და მაგრად შეუკრა.

- არაფერია, ძვალს არ გაკარებია! – თქვა ბაბუამ. მერე ისე შეხედა ძაღლს, თითქოს რაღაცა უნდა ჰკითხოსო. ძაღლმაც ისე შეხედა ბაბუას, თითქოს რაღაცა უნდა უთხრასო. ასე უცქეროდნენ ერთმანეთს დიდხანს.

- ვინ იყო? – მკითხა უცებ ბაბუამ.

- არ ვიცი! – ვუპასუხე მე.

- ამან კი იცის, მაგრამ არ გინდა ათქმევინო?! – თქვა ბაბუამ და ძაღლს თვალებზე ცრემლი მოწმინდა.



დილით ბაბუამ თავი აივანზე გამაყვანინა. ძაღლი ადგა, კოჭლობით გამოყვა და ფეხებთან დაუწვა.

გადასახედზე იდგა ჩვენი ოდა, და ბაბუა ახლა ისე უყურებდა სოფელს, გეგონებოდათ თავის სოფელში კი არა, სხვის სოფელში იყო სტუმრად მოსული და პირველად ხედავდა აქაურობას. ბოლოს მომიბრუნდა და ჩამწყდარი ხმით მითხრა:

- მართალია, ბაბუა, არ შეიძლება კაცი ძაღლის გულისთვის სოფელს გადაუდგეს… ადექი ახლა, აიღე თოფი, ჩააბი ბაწარი და… ოღონდ მე ნუ გამაგონებ და დამანახებ. სოფლის გაღმა გადაიყვანე…

- რა გავაკეთო მერე, რომ გადავიყვანო?! – ვკითხე მე და ვიგრძენი, როგორ ამიკანკალდა ნიკაპი და როგორ გამექცა ქვედა ტუჩი სადღაც.

- რაც მთელმა სოფელმა გააკეთა, ის უნდა გააკეთო შენც, ბაბუა. – მითხრა და თვალი ამარიდა.

ავდექი, თოფი მხარზე გადავიკიდე, ძაღლს ბაწარი ყელზე ჩავაბი და მოვქაჩე. არ გამომყვა.

- წამოდი, ძაღლო! – ვუთხარი და ისევ მოვქაჩე. ძაღლმა ფეხი აითრია და განწირული თვალებით გახედა ბაბუას.

- წაყევი, ძაღლო, წაყევი! – უთხრა ბაბუამ და ცრემლით სავსე თვალებზე ხელი აიფარა, ძაღლი წამომყვა.

სოფელი გადავჭერით. მთავარი შარიდან გავედით და მდინარისკენ მიმავალი ბილიკით ფიქალიანი ჩაშლილი ფერდი ჩავიარეთ. ძაღლი კოჭლობით მომდევდა და მთელი ამ ხნის მანძილზე ერთხელაც არ ამოუხედია ჩემსკენ. მდინარის პირას ჩავედით. ძაღლს ყელზე ბაწარი შევხსენი და დიდ ქვაზე ჩამოვჯექი. ცოტა ხანს ვიჯექი ასე. გული საშინლად მიცემდა. გული, როგორც იქნა, დაწყნარდა. თოფი გადმოვიღე მხრიდან. მაშინ აწია თავი ძაღლმა და პირდაპირ შემხედა. თვალი ვერ გავუსწორე. თოფი გადავხსენი, ორივე გილზი ამოვიღე სავაზნეებიდან და წყალში გადავყარე. თითქოს უზარმაზარი ტვირთი გადამეგდოს, ისე გავიმართე მხრებში და თავისუფლად ამოვისუნთქე. ძაღლი გაუბედავად მომიახლოვდა და ხელი ამილოკა. უცებ მოწყდა ადგილიდან, წყალში გადავარდა. იდგაფუნა, იწუწავა, აადუღა ნაპირი, მერე ისევ ამოვარდა, იხტუნავა და ბოლოს ილაჯგაწყვეტილი გაგორდა სილაზე. მე დავინახე, როგორ გამოჟონა თეთრ დოლბანდზე გახსნილი ჭრილობიდან სისხლმა ძაღლს და როგორ წამოუვიდა ჭკვიანი თვალებიდან ცრემლი, მაგრამ, თუ გნებავთ, ახლაც დავიციფებ ხატზე, რომ იმ წუთში ძაღლი იცინოდა.

- წადი ახლა შენ, ძაღლო, სოფელ-სოფელ არ იარო, ასე აყევი კალაშისპირს. ავი ხარ შენ და გზაში არავის გადაეყარო, არ დაუღრინო, წაუწექი ყველას, ვინც შეგხვდება, ახლა ასეა საჭირო, თორემ ცოფიანი ეგონები ვიღაცას და მოგკლავენ. წადი, ძაღლო, ხომ ხედავ, ჩვენს სოფელში აღარ დაგედგომება, წადი და არ დაბრუნდე. ხომ გესმოდა რა თქვა ბაბუამ? – არ შეიძლება ძაღლის გულისთვის კაცი სოფელს გადაუდგესო. ეტყობა, მართლა არ შეიძლება. მაგრამ მე მაინც გადავდივარ ბაბუას სიტყვას და ნუ დაბრუნდები სოფელში, ნუ მიზამ მაგას, იქნებ მართლა ცოფიანი ხარ და ნუ ჩადგები სოფლის ცოდვაში. წადი ახლა, შენი ჭირიმე, წადი… – ამას კი არ ვეუბნებოდი, ვფიქრობდი. ძნელია იმის თქმა ხვდებოდა თუ არა ძაღლი, რას ვფიქრობდი მე, მაგრამ რომ ავდექი და სოფლისკენ წამოვედი, არ გამომყოლია.

- რა ქენი? – მკითხა ბაბუამ დაბრუნებულს, ხმა რომ არ გავეცი. თოფი მოვიხსენი მხრებიდან და მივაწოდე. ბაბუამ თოფი ჩამომართვა, გადახსნა და სინათლეზე გახედა ლულას.

- ასე თუ ქენი, ბაბუა, შენ გაგიჭირდება ცხოვრება. – მითხრა და თოფი დამიბრუნა.



ერთი კვირისთავზე, ღამით, ექვთიმე სირაძის თხას ტურამ შიგ ბოსელში გამოღადრა ყელი, იმის მესამე დღეს ვიღაცის საქათმიდან მელამ ორი დედალი წაათრია, ათი დღის შემდეგ ასლანა თავბერიძეს ცოლიკაურით სავსე ათფუთიანი ჭური ცარიელი დახვდა. ერთ მშვენიერ დღეს, ხაკუნა ბერძენიშვილის ძროხამ ჩვენს ეზოში ოთხი ნამყენი გადაჭამა, ერთი თვისთავზე სოფლიდან უკვალოდ გაქრა ნინა ძნელაძის მეწველი ძროხა და სიპიტო მათითაშვილის მოზვერი. ერთ ღამეს კირილე თითმერიას ნალიიდან კაკალ-კაკალ გაზიდეს რვა ფუთი სიმინდი, ბოლოს აკივლდა ხალხი, დაიწყო გადაკრული სიტყვები, ეჭვიანობა, წყევლა, სარების ძრობა ღობიდან და დედმამის სულის ტრიალი. აირია და შეწუხდა სოფელი.



15 ოქტომბერს ისეთი წვიმა მოვიდა, გუბაზოულმა რაც ჩვენი სოფლის გაყოლებაზე წისქვილები იყო, დახვეტა და სუფსაში ჩაიტანა.

16 ოქტომბერს ბაბუამ საფქვავი სასწაულით გადარჩენილ გორაბერეჟოულის წისქვილზე გამატანა. შუაღამეზე ჩამოთავდა ჩემი სიმინდი. ტომარა ზურგზე მოვიგდე და ის იყო უნდა წამოვსულიყავი, რომ წისქვილის კარი ხეველმა კირილე მამალაძემ შემოაღო და საფქვავი სასწორზე შეაგდო.

- გამარჯობა, თეოფანე!

მიესალმა მეწსიქვილეს. მე ვერ მიცნო.

- როგორაა თქვენი შვილი, ბატონო? – ვკითხე მე.

- რომელი?

- ცოფიანმა ძაღლმა რომ დაკბინა!

- არ გამოდგა ის ძაღლი ცოფიანი, – თქვა კირილემ და სასწორის გამართვა დაიწყო.

- რას ამბობთ, კირილე ბატონო?!

- რა ვთქვი, ბიჭო, დაუჯერებელი. არ გამოდგა ის ძაღლი ცოფიანი! – თქვა კირილემ და თავისი საქმე განაგრძო.

- ღმერთმა შეგარცხვინა, კირილე მამალაძე, – ვთქვი მე და მუხლმოდრეკით დავჯექი ტომარაზე.

- ვისია, თეოფანე, ეს უზრდელი მამაძაღლი? – ჰკითხა გაკრივებულმა კირილემ მეწისქვილეს.

- ვისი ხარ, ბიჭო, შენ? – მკითხა მეწისქვილემ.

- არავისი არა ვარ მე! – ვთქვი და წისქვილიდან გამოვედი.

17 ოქტომბერს მთელი დღე და ღამე ვფიქრობდი, მეთქვა თუ არა ბაბუასათვის წისქვილში მომხდარი ამბავი. და მხოლოდ გათენებისას გადავწყვიტე არ მეთქვა.

18 ოქტომბერს ბაბუამ ლოგინიდან ადგომაზე უარი თქვა.

10 ოქტომბერს სკოლაში არ გამიშვა.

25 ოქტომბერს მარჯვენა ხელი და ფეხი გაუსივდა.

27 ოქტომბერს დამიძახა და სალაროს გასაღები ჩამაბარა.

28 ოქტომბერს დაბალი სკამი მიმატანინა, წინ დამისვა, ისე რომ პირდაპირ ეცქირა ჩემთვის:

- ყველაფერს აქვს ქვეყნიერებაზე დასაწყისი და დასასრული, ბაბუა, – დაიწყო მან. – მე დღეს თუ ხვალ გავთავდები. უბედურებაა, როდესაც კაცი შეუცნობელში მიდის, ამიტომ არ მეშინია, რომ გითხრა, ტყუილი იქნება, მეშინია… მაგრამ შენ არ უნდა შეშინდე, ბაბუა… თუ არაფერში მივდივარ, საშიში არაფერია, რადგან არაფერში არაფერი არ არსებობს. თუ მართლა უნდა გარდავიცვალო და მეტი არაფერი, მაშინ მით უმეტეს არ უნდა გეშინოდეს, ისევ ამ ქვეყნად დავრჩები და სხვა სახით მოვალ, ან ხედ, ან ბალახად. ან ჩიტად, ან ძაღლად… იცოდე, თუ მოვალ, ისევ შენთან მოვალ, მარტო არ დაგტოვებ. და თუ რამეში სითბო, სიხარული და სიყვარული იგრძენი, ქვაც რომ იყოს, იცოდე, ის ქვა ბაბუაშენია… ამიტომ მარტოობის არ შეგეშინდეს, არ იფიქრო მარტო ვარო. ეს ოდა არ მიმიტოვო, ბაბუა, და ღადარი არ გამიციო. ცეცხლი, ერთი ნატეხი ჭადი და ერთი ჭიქა ღვინო დაახვედრე მამაშენს. დანარჩენს თვითონ მიხედავს, რომ ჩამოვა. ეს ერთი კვირაა, ვინც ამ ქვეყნიდან წასულია, ყველას ვხედავ სიზმარში. მამაშენი არ გამოჩენილა. ცოცხალია ესე იგი. შეუნახე სახლი და სახელი, ნუ გაახარებ მტერს, უეჭველად დაბრუნდება, წელს თუ არა გაისად. ომსაც აქვს დასასრული. კაცი იწყებს ომს და კაცმა უნდა დაამთავროს იგი. ომი კაცს ვერ გაათავებს. წადი ახლა და ძალიან ბევრი შეშა მოიტანე.

იმ ღამით თვალზე რული არ გამკარებია. ბაბუა ხმას არ იღებდა. ბუხარში მოგიზგიზე ალს თვალს არ აცილებდა და ტუჩის კუთხით, ოდნავ შესამჩნევად უღიმოდა რაღაცას.

29 ოქტომბერს წყალო მოაწვა გულზე, სუნთქვა გაუჭირდა და საწოლზე წამოჯდომა მთხოვა.

წამოვაჯინე და გარშემო ბალიშები შემოვუწყე.

- მოდის, მოდის, დალოცვილი, მაგრამ ძალიან მძიმედ მოდის. – თავისთვის ჩაილაპარაკა.

30 ოქტომბერს ისევ დამიძახა და ისევ გამაფრთხილა.

- მოემზადე, ბაბუა, მოემზადე და არ შეშინდე. ხვალ სიმსივნე გულზე გადმოვა. ყველაფერს თავისი წესი აქვს და იმ წესს მეზობლები ამიგებენ. ნუ შეშინდები. ერთზე კი მწყდება გული, ქალი არ დარჩა ჩვენს ოჯახშირ, რომ შემიცხადოს.

1 ნოემბერს, შუაღამისას, ბაბუა საწოლიდან წამოდგა და შუა ოთახში დადგა.

- ბიჭო, გოგიტა, დავინახე! – თქვა მან უზომოდ შეწუხებულმა და გაკვირვებულმა.

- რა დაინახე, ბაბუა? – ვკითხე მე და ვიდრე წამოვდგებოდი, იგი მაგიდაზე დაემხო, მერე ნელ-ნელა დაცურდა და იატაკზე გულაღმა გადავარდა.

- ბაბუა! – მივვარდი მე, მაგრამ იგი უკვე აღარ იყო.

ბრძენი კაცი იყო ბაბუჩემი და ისე მოხდა, როგორც მას უნდოდა.

მე არ შემშინებია. ჩავიცვი, ოდის ყველა კარი, ყველა ფანჯარა გავაღე და აივანზე გავედი.

2 ნოემბერი თენდებოდა გარეთ. ცა სარკესავით ცივი და პრიალა იყო, გაფერმკრთალებული, სასწორსამართალი პიდაპირ ჩვენი ეზოს თავზე ეკიდა, ეზოში ჩავედი, დაცვარულ ბალახზე შევდექი ფეხშიშველი. გრილმა ჟრუანტელმა დამირბინა ტანში. ყანაში აუჭრელი ჩალის ღერები შრიალებდნენ. რატომღაც გავიფიქრე, ალბათ, ყველაფერი იციან და ახლა ჩემზე ჩურჩეულებენ-მეთქი. მსხლის ძირში რომ გავიარე, დავიხარე და ჩამოვარდნილი მსხალი ავიღე მიწიდან, პერანგის სახელოზე შევიწმინდე და ჩავკბიჩე, ჩავკბიჩე და მხოლოდ ახლა ვიგრძენი, როგორ მქონდა პირი გამშრალი. ეზოს ჭიშკარი ბოლომდე გავაღე, შუკაში გავედი და მეზობლის ჭიშკარს მივადექი.

- მარგალიტა! – დავიძახე. რომ არავინ მიპასუხა, ხმას ავუწიე. ყველაფერს მშვიდად და დინჯად ვაკეთებდი. მეორე დაძახებაზე კარი ჭრიალით გაიღო და აივანზე მარგალიტა გამოვიდა.

- რომელი ხარ? – იკითხა ნამძინარევი ხმით.

- მე ვარ, გოგიტა!

- რა იყო, გოგიტა, ამ შუაღამისას რამ შეგაწუხა?

- ჩამოდი ერთი ეზოში, საქმე მაქვს შენთან.

- მთვრალი ხარ, გოგიტა?

- ბაბუა მოკვდა, მარგალიტა, და შემიცხადე, თუ ქალი ხარ!

- გაგიჟდი, გოგიტა?!

- ნუ გამაწბილებ, მარგალიტა, თუ და ხარ, შემიცხადე ბაბუა! – მარგალიტა ჩამოვიდა ეზოში და ისევე, როგორც იყო, ფეხშიშველა, გამომყვა. ჩემს ეზოში რომ ჩავედით, წინ გავუშვი. კიბეზე რომ შედგა, უკან მოიხედა შემკრთალმა.

- ნუ გეშინია! – ვუთხარი მე მშვიდად და ჩემი აივნის პირდაპირ მოლზე დავჯექი. მარგალიტა აივანზე ავიდა, ბირკვილიან მოაჯირს მოადგა, თმა გაიშალა და სოფელს გახედა.



ბაბუას გასვენების დღე, 1943 წლის 4 ნოემბერი, კვირა იყო.

ხალხმა ნაშუადღევს იწყო მოსვლა. მეზობლის ქალები, რომლებიც ჭირისუფლობას სწევდნენ, ბაბუას ნაცვლად მე დამტიროდნენ.

- უბედურო გოგიტაა, რა გე-შვე-ლე-ბა ნენაააა!

მე ვიდექი კართან, მკლავზე შავარშიაშემოხვეული და მშვიდად ვართმევდი ხელს მოსამძიმრეებს, არც ერთი წვეთი ცრემლი, არც ერთი ამოოხრება.

- იტირე, გოგიტა, თორემ გაგისკდება გული, ბიჭო! – მთხოვა მარგალიტამ.

მე თავი დავუქნიე, კი, ვიტირენ-მეთქი… ხალხი მოდიოდა მოყვრობის, მირონის, გვარებისა და უბნების მიხედვით დაწყობილი. ყველა ჰგუფს წინ ბურბუშელას გვირგვინიანი ორი ბავშვი და ერთი თმაგაშლილი დედაკაცი მოუძღოდა. შუკა, ეზო და აივანი მოტირალი ხალხით აივსო. ყაყანებდნენ, კამათობდნენ, მსჯელობდნენ. აქა-იქ თავშეკავებული სიცილიც ისმოდა. უცებ ეზო შეტორტმანდა, ჯერ ჩოჩქოლი ატყდა, მერე სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა და ხალხი ორად გაიყო. ფართოდ გაღებულ ჭიშკარში ხოზიკით გაწეპილი, წითელ ალიზა ტალახში ამოსვრილი, გაბანჯგვლული, დაქანცული, ყურებჩამოყრილი და თავჩაქინდრული ძაღლი შემოვიდა. გვერდზე გაუხედავად გაიარა ორად გაყოფილი ხალხი, აივანზე ამოვიდა, დიდი ოთახი, რომელშიც ბაბუა ესვენა, გადაჭრა, ბაბუას საწოლ ოთახში შევიდა და ცარიელ საწოლს დახედა, მერე ზალაში გამოვიდა. ტახტზე დასვენებულ კუბოს მიადგა. უკანა ფეხებზე შედგა, წინა თათები ტახტს დააბჯინა, კისერი წაიგრძელა და ბაბუას დახედა. ლამაზი, სპეტაკი, მშვიდი და სათნო იწვა ბაბუა თავის სასახლეში. ძაღლმა ერთ ხანს უყურა ბაბუას, მერე მოტრიალდა, წამოვიდა და ჩემს ფეხებში დაწვა გატრუნული.

- დიდება შენდა, უფალი! – აღმოხდა ვიღაცას ჩემს უკან, მე თავი ვეღარ შევიკავე, სახეზე ხელები ავიფარე და ხმამაღლა ავტირდი.

დაახლოებით ხუთ საათზე კიდევ ერთი სასწაული მოხდა. ზალაში ბადრია მეთუთუნე შემოვიდა. ჩემს ფეხებთან გაწოლილი ძაღლი რომ დაინახა, შეკრთა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და სამძიმრის მოსახდელად ჩემსკენ დაიძრა. მაშინ წამოდგა ძაღლი. მთელ ტანზე ბანალი აეძაგრა, კუდი ბოროტად გაუგრძელდა. ეშვები გააელვა და გაბმულად, შემზარავად დაიღრინა. ბადრიამ უკან დაიხია. ძაღლმა ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ.

- გაჩერდი, ძაღლო! – თქვა ბადრიამ და ფერი წაუვიდა.

ძაღლი მშვილდივით მოზიდული იდგა.

- მატირე, ძაღლო, ეს პატიოსანი მოხუცი! – უნაიროდ დაიღიმა ბადრიამ, ძაღლმა ღრენას უმატა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

- უთხარი, ბიჭო, ამ უჯიშოს რამე! – მომიბრუნდა საქციელწამხდარი ბადრია.

„ამან კი იცის, ვინ ესროლა თოფი, მაგრამ არ გინდა ათქმევინო?!“ – გამიელვა თავში ბაბუას ნათქვამმა. – გადადი ბადრია, ეზოდან! – ვთქვი მე. – მერე გამახსენდა, ბაბუამ ცარიელი თოფი რომ დამიბრუნა და მითხრა – ასე თუ ქენი, ბაბუა, შენ, ცხოვრება გაგიჭირდებაო, მაგრამ აღარ გადავთქვი. – გადადი, ბადრია, ეზოდან! – გავიმეორე და ბადრია გადავიდა ეზოდან.



დილით ადრე ხმაურმა გამაღვიძა, აივანზე გავვარდი საცვლების ამარა.

- ბიჭო, გოგიტა, გააჩერე ეს შობელძაღლი, თორემ დაგვჭამა ცოცხლად! – მეძახდა სკამების წასაღებად მოსული მეზობელი.

სოფელს გავხედე. ოდებიდან კვამლი ამოდიოდა თეთრ ბოლქვებად. მამლები ყიოდნენ, ძროხები ბღაოდნენ, თხები პეტელაობდნენ, თიკნები კიკინებდნენ, ქათმები კრიახობდნენ, კონცხოულაზე უშველებელი მზე შემომდგარიყო… უცებ სხეული სითბოთი ამევსო და ყურებში სასიამოვნო ზარმა დარეკა.

ჩემს ეზოში ძაღლი ყეფდა.






................................................................................................................




                                                               * * *


ჩამონათვალი იმ ფილმებისა, რომლებიც ძაღლებზეა გადაღებული...



101 Dalmatians (1996)

101 Dalmatians
A live action version of the cartoon classic, following the well-loved story line. Glenn Close is cleverly cast as Cruella De Vil & her performance may make you actually like the character a little.

A Dog of Flanders (1999)

A Dog of Flanders
A family film set in the European where Flanders used to be (now parts of Belgium & France). This is a story about a young artist who finds inspiration in a dog he helps to nurse back to health.

Air Bud (1997)

Air Bud
A movie about a young boy named Josh who moves to a new city & is too shy to try out for the basketball team, until a runaway Golden Retriever shows him how it’s done. With the dogs help he makes the team & avoids those looking to cash in on Bud’s amazing game.

Air Buddies (2006)

Air Buddies
Air Bud is the father to five cute puppies with his flair for adventure (and trouble). Not only are these puppies smart, but they can talk too. A fact which takes them on many exciting tails.

All Dogs Go to Heaven (1989)

All Dogs Go to Heaven
In New Orleans in 1939 this is the adventure of a German Shepherd named Charlie and little orphan girl. Double crossed by his former partner Charlie must get his revenge on his nemesis while protecting his charge.

Atomic Dog (1998)

Atomic Dog
The Yates family moves down the street from an abandoned nuclear plant and their dog has puppies with a local stray. The stray is super intelligent due to radiation exposure and when the mother dies he wants his puppies, like now.

Bailey’s Billion$ (2005)

Bailey's Billion$
Bailey is a sweet talking Golden Retriever who comes into a rather large inheritance from his eccentric owner. Relatives form a plot to get the money and get rid of Bailey. A great film for kids.

Because of Winn-Dixie (2005)

Because of Winn-Dixie
Based on the bestselling book, this is a sweet story about a lonely young girl who moves to a new town and the dog that changes her life. Winn-Dixie (the dog) opens the townspeople’s hearts to the young girl and helps her make friends.

Beethoven (1992)

Beethoven
Beethoven is a 200 pound St. Bernard, who is really cute and really messy, and slightly accident prone. This film follows the adventures of his adopted family when a crazed vet tries to kidnap him for animal experiments.

Benji (1974)

Benji
This movie never made it to the theaters, but found itself a cult following anyway. Benji is a very resourceful stray who may not look like much but he’s a good one to have on your side. A children’s classic that shot Benji to become a household name.

Best in Show (2000)

Best in Show
A hilarious look at the dog show industry. Centered around a large dog show, this movie follows a group of dog owners as they prepare themselves & their animals for the big competition.

Beverly Hills Chihuahua (2008)

Beverly Hills Chihuahua
A cheeky comedy about a spoiled Chihuahua finds herself kidnapped while her owner is on vacation. She finds herself in the company of a German Shepherd who helps her to evade the evil dognapper.

Big Red (1962)

Big Red
This film is about a wealthy sportsman named Walter & his Irish Setter show dog. Walter hires a boy to care for the dog and as their bond grows, Red’s interest in the show world wanes.

Bingo (1991)

Bingo
Bingo escapes from the circus and is adopted by a little boy who isn’t allowed to have dogs. The family unknowingly leave Bingo behind when they move and he tracks his loving boy master across the nation.

Bolt (2008)

Bolt
An animated film about a dog celebrity in a Hollywood show who believes he has superpowers. A real world adventure and some unlikely pals teach Bolt that you don’t need superpowers to be a hero.

Call of the Wild (1997)

Call of the Wild
A film adaptation of Jack London’s classic tale about a dog who is kidnapped and run through a string of unfortunate masters & experiences until he is saved by a grizzly, but kind man.

Cats & Dogs (2001)

Cats & Dogs
An animated adventure that shows us what it is really like in the neighborhood when the humans aren’t paying attention. It’s an all out, high-tech war between cats and dogs who are much more sophisticated than you may think.

Cujo (1983)

Cujo
An adaptation of Stephen King’s horror novel about a 200 pound St. Bernard who contracts rabies. The once friendly animal terrorizes a mother & son who find themselves trapped in their broken down car. Not for kids.

Digby the Biggest Dog in the World (1973)

Digby the Biggest Dog in the World
A British film about an English Sheepdog who manages to ingest a growth formula that makes him continue to grow. His owner realizes he has to do something before Digby grows to gargantuan proportions.

Dog Park (1999)

Dog Park
A romantic film about dog lovers and the idea that dog parks can be the equivalent of a singles bar. A man on the rebound meets an intriguing woman who prefers the company of her dog to that of men.

Doogal (2006)

Doogal
An animated adventure about a mutt who loves candy and is on a mission to save the world. Along with a motley crew of friends Doogal has to save the world from the evil sorcerer Zeebad.

Eight Below (2006)

Eight Below
The tale of a friendship between 8 sled dogs who become stranded in Antarctica during a particularly cold spell. Their guide Jerry will stop at nothing to rescue them and both dog and man overcome incredible obstacles to reach each other.

Far From Home – Adventures of Yellow Dog (1995)

Far From Home - Adventures of Yellow Dog
A 14 year old boy named Angus and his dog are separated from his father during a storm in the Pacific Northwest of Canada and must struggle through hardship to find their way home.

Firehouse Dog (2007)

Firehouse Dog
Shane’s dad (a firefighter) rescues a dog (Dewey) and put’s Shane in charge of finding his owner. Shane & Dewey clash at first but grow to appreciate each other through a string of adventures until Dewey’s real owner finds him.

Fluke (1995)

Fluke
Fluke is a newborn puppy learning about the world around him until the dreams start. Fluke’s dreams lead him to believe he was a man in a former life and sets out on a journey to discover the truth.

Good Boy! (2003)

Good Boy!
A boy named Owen learns the secret about dogs, they are from outer space and have been sent to earth to rule mankind. Owen rescues one of these aliens from the pound and shows the dogs that humans may not be so easy to conquer.

Homeward Bound – The Incredible Journey (1993)

Homeward Bound
A heartwarming story about a golden retriever, an American bulldog and a Himalayan cat who are separated from their family. Fearing the worst for their family, these three set out on an incredible journey to find them.

Hotel for Dogs (2009)

Hotel for Dogs
Andi & Bruce are foster children lost in the system who find themselves a stray dog to adopt. One dog leads them to more and they Team up with other neighborhood kids, they begin to take in strays from all over the city & it almost costs them a safe home.

Iron Will (1994)

Iron Will
Based on a true story about a teenage boy who enters a 522 mile sled-dog race to save his families farm. The boy faces physical & mental hardship with his dogs, but through determination & hard work he faces his fears and perseveres.

K-9 (1989)

K-9
A comedy about a loner cop in pursuit of a big time drug dealer when he is partnered with the best drug sniffing dog on the business, an unruly German Shepherd called Jerry Lee. Hilarity ensues.

Lady & The Tramp (1955)

Lady & The Tramp
A family classic, this is the story of a cocker spaniel named Lady and a mutt named Tramp who find a unique love in one another. Their cheeky animal friends (& enemies) make this a fun story for everyone.

Man’s Best Friend (1993)

Man's Best Friend
A nosy reporter breaks into a lab that does experiments on animals and kidnaps MAX an experimental dog with the intelligence of a person. They quickly grow attached and he becomes very possessive of her, but her boyfriend…not so much.

Marley & Me (2008)

Marley & Me
Based on the novel Marley & Me by John Grogan, this is the story of an incorrigible yellow lab and the family that grows to love him in spite of his destructive habits. A story that will touch the hearts of anyone who has ever loved a dog.

Must Love Dogs (2005)

Must Love Dogs
A recent divorcee is pushed back into the Internet dating world by a pushy friend. She goes through a list of disasters until she meets someone she likes, just as another potential falls into her lap.

My Dog Skip (2000)

My Dog Skip
Willie is an awkward boy growing up during the WWII era is given a Jack Russell named Skip for his 9th birthday. The dog brings Willie to life and infuses him with a charisma that changes his life. A touching story about how dogs change everything.

Oh, Heavenly Dog! (1980)

Oh, Heavenly Dog!
A private detective dies and in heaven he is told he will be returned to earth to solve his own murder & his last case. He is overjoyed until he realizes he will be returned in the body of a dog (Benji). A fun comedy for the whole family.

Old Yeller (1957)

Old Yeller
Old Yeller is a classic every dog lover remembers. It is the bittersweet tale of love between a yellow lab and his boy & a tear-jerking reminder that life is fleeting and we should appreciate those we love every day.

Oliver & Company (1988)

Oliver & Company
Inspired by Dickens’ Oliver Twist, this is a musical adventure about a carefree mutt named Dodger and his band of pickpocket pooches befriend a stray kitty name Oliver.

Scooby Doo – The Mystery Begins (2002)

Scooby Doo
Based on the Scooby Doo Cartoon series, the gang is on the way to a popular spring break spot to investigate reported paranormal incidents. The friendship of the whole gang is on the line in this Scooby mystery.

See Spot Run (2001)

See Spot Run
A drug sniffing dog is sent to witness protection and escapes to go on the run from a big crime boss. He finds himself in the care of a postman who doesn’t care much for dogs but grows to love the big guy.

Shiloh (1996)

Shiloh
A young boy falls in love with a mistreated beagle pup owned by his abusive neighbor. The bond developed between boy & dog inspires Marty faces the odds & tries everything he can in the hopes of finding a way to save his little friend.

Snow Buddies (2008)

Snow Buddies
Another fun Buddies classic, this time the Buddies are in Alaska to team up with new friends for a frosty adventure. This time they must complete a dog sled race and find their way home.

Snow Dogs (2002)

Snow Dogs
A Miami Beach dentist is forced to go to Alaska to claim his inheritance, 7 Siberian huskies and a border collie. In order to connect with his roots he vows to learn to mush, the challenges he faces create a bond between him and his dogs.

Soccer Dog (1999)

Soccer Dog
A successful man with a love of soccer adopts a young boy in the hopes of keeping his dream alive in the sport. The boy has no interest until stray a dog shows up with a remarkable talent for the sport.

Space Buddies (2009)

Space Buddies
If you just can’t get enough of the Buddies, here is another one. The third sequel finds the buddies in space. Their shenanigans land them on the moon which can only lead to more playful adventure.

The Adventures of Milo and Otis (1989)

The Adventures of Milo and Otis
Milo is a curious kitten and his best friend Otis is a pug-nosed puppy and together they have a penchant for trouble. A fun adventure tale for animal lovers of all ages.

The Courage of Lassie (1946)

The Courage of Lassie
Who doesn’t love Lassie? This movie is rife with danger for the poor collie as she goes through one trial after another. As, always the good dogs persevere, but this Lassie isn’t well suited for younger viewers.

The Fox & The Hound (1981)

The Fox & The Hound
A children’s classic, The Fox & The Hound is the tale of an unlikely friendship between a puppy and a fox kit. Unfortunately everyone grows up & this coming of age story explores two young friends who later become forced enemies.

The Plague Dogs (1982)

The Plague Dogs
From the makers of Watership Down, two dogs escape an evil laboratory & run to the hills for their freedom. On their way out they accidentally release a plague virus. Word gets out they may be infected and the dog hunt is on.

The Retrievers (2001)

The Retrievers
The Lowry family leaves town for vacation and while away are adopted by a lovable golden retriever, Pilot. Soon to be a mom Pilot gives birth to puppies that steal everyone’s heart. The family can’t afford to keep them but Pilot is determined to change their mind.

The Shaggy Dog (2006)

The Shaggy Dog
An update on the classic, workaholic Dave is transformed into a dog where he is taught some interesting lessons about the importance of taking time for family.

The Trial of Old Drum (2000)

The Trial of Old Drum
Charlie & his dog Drum are best friends and their life is full of adventure until Drum is accused of attacking livestock. Together they must solve the mystery & clear Drum’s name.

The Ugly Dachshund (1966)

The Ugly Dachshund
Brutus is a great dane, but nobody told him that. Raised with a family of dachshunds, he thinks he’s a little guy too. His goofy good nature makes his misunderstanding about his own size a dangerous thing & he’s sure to make you giggle.

Top Dog (1995)

Top Dog
Chuck Norris meets animal movies in this action packed flick about a cop whose partner is murdered. He takes on a dog named Reno as his new one to help him solve the crime.

Turner & Hooch (1989)

Turner & Hooch
Scott is a compulsively neat detective who is forced to team up with the only witness to a crime, a slobbery dog named Hooch. The result is a big mess in Scott’s life, but as he tries to get the dog to help him solve the case they form an unlikely friendship.

Underdog (2007)

Underdog
A scientist and a police dog named Shoeshine are involved in a lab accident which gives the dog superpowers & turns the doctor mad. Shoeshine is adopted by a boy who encourages him to use his powers to help people & save the city from the mad doctor’s plotting.

We Think The World of You (1988)

We Think The World of You
Frank and Johnny are in a relationship (even though Johnny is married) when Johnny is sent to jail. While there a war is launched over who will care for his dog Evie, at first Frank didn’t want her, & it took an abusive situation to make him realize he cared.

Where the Red Fern Grows (1974)

Where the Red Fern Grows
A coming of age story about a boy who works hard for 2 years to save money so he can buy 2 coonhound pups. Together he and his dogs grow up and face all of life’s challenges in a bittersweet story about what it is to really live.

White Dog (1982)

White Dog
A young actress adopts a stray German Shepherd & is horrified to learn (the hard way) that he has been trained to attack black people. A sympathetic animal trainer attempts to help the actress cure the animal of this affliction. Mature themes are explored in this movie.

White Fang (1991)

White Fang
Based on the Jack London novel, a young man wants to fulfill his father’s dying wish by finding gold in the Yukon valley. On his journey a old time gold miner and a wolf-dog who will change his life forever.

Year of the Dog (2007)

Year of the Dog
Peggy is a happy-go-lucky single secretary who lives alone with her dog Pencil. When her beloved dog unexpectedly dies, she is forced to find new meaning in her life and leads her to try new things.

Zeus & Roxanne (1997)

Zeus & Roxanne
Zues is a lively little dog and Roxanne is a curious dolphin who develop a strange friendship when their respective people fall in love. When their new family is threatened they all have to work together to overcome the danger.


No comments:

Post a Comment