Monday, June 25, 2012

საინტერესო ფაქტები ძაღლების შესახებ (და კიდევ რამოდენიმე დანამატი)…


ძაღლები არიან უსაყვარლესი და უჭკვიანესი ცხოველები (ნუუ ჯიშს გააჩნია :> ). მათ უამრავჯერ გადაურჩენიათ ადამმიანთა სიცოცხლე. ძაღლები მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობენ, რომ დაიცვან თავიანთი პატრონი და ყველა საფრთხე აარიდონ თავიდან. მართალია ზოგიერთი მცდელობა არც თუ ისე სახარბიელოდ მთავრდება, მაგრამ მათ ეს ხშირ შემთხვევაში უნებლიედ მოდით და შესაბამისად პატრონის რისხვაც ცდებათ თავიდან. :D
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ პოსტში შემოგთავაზებთ საინტერესო ფაქტებს, სურათებსა და ისტორიებს ძაღლების შესახებ…
მაშ ასე:
ფაქტი#1: სისულელეა ის, რომ ძაღლები ზოგიერთ ფერებს ვერ არჩევენ. ისინი უბრალოდ განსხვავებულად ხედავენ მათ, ვიდრე ადამიანი.
ფაქტი#2: დიახ, ძაღლებს აქვთ ადამიანზე ბევრად უკეთესი ხედვა სიბნელეში. ამ შესაძლებლობას განაპირობებს სპეციალური შრე, რომელიც ძაღლის თვალის გუგის უკან არის მოთავსებული.
ფაქტი#3: გერმანულმა ნაგაზმა თავის ბრმა კომპანიონს 2100 მილი (დაახლ. 3379,4 კილომეტრი) გაუძღვა Appalachian Trail -ში.
ფაქტი#4: ძაღლები ოფლიანდებიან მხოლოდ მათ თათების “ბალიშებს” შორის. (ხომ იცით ძაღლის ფეხის გარეგანი აგებულება? :D )
ფაქტი#5: ახალშობილი ბავშვების მსგავსად, ჩიხუახუებსაც აქვთ რბილი ადგილი თავის ქალის ცენტრში, რომელიც ასაკში შესულ ძაღლს უმაგრდება.
ფაქტი#6: რომაელების დროს მასტიფებს აცმევდნენ მსუბუქ ჯავშანს და ფრონტზე გზავნიდნენ ცხენის ფუნქციით.
ფაქტი#7: რუსები წვრთნიდნენ ძაღლებს მე-2 მსოფლიო ომში იმისთვის, რომ მათ დანაღმულ ველზე გადაეარათ და ჯარისკაცებისთვის გზა გაენთავისუფლებინათ.
ფაქტი#9: ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ძაღლების უმაღლესი რიცხვითი მაჩვენებელი.
ფაქტი ამერიკაში დღეში საშუალოდ 15 კაცი კვდება ძაღლის ნაკბენით.
ფაქტი#11: ბიბლიაში ძაღლი მოხსენიებულია 14-ჯერ.
ფაქტი#12: ძაღლებს დროის შეგრძნება არააქვთ.
…..
ესეც საინტერესო ფაქტები… საინტერესო ისტორიაზე, რომლებიც ჩვენს ერთგულ მეგობრებს გადახდათ:
  “ეს ამბავი მოხდა ბორჯომში, 5-6 წლის წინ. დიასახლისს ყავდა ძაღლი, რომელიც რამოდენიმე დღე ყმუოდა. ყველას აწუხებდა, მაგრამ ყველა ითმენდა… ერთ დღესაც დიასახლისი გახდა ცუდად. ძაღლმა 2-3 დღე ყმუილი შეწყვიტა. შემდეგ კი ისევ გააგრძელა. ბოლოს და ბოლოს ეს ქალიც შეცუხდა და მეზობლებს ამ ძაღლის თავიდან მოშორება თხოვა. მეზობლებმა ეს ძაღლი დაიჭირეს და მდინარეში გადააგდეს. რამოდენიმე დღეში ეს ქალი გარდაიცვალა. პანაშვიდის დროს უეცრად ხალხმა ეს საცოდავი ძაღლი დაინახა, რომელიც საცოდავად მოხოხავდა თავისი გარდაცვლილი პატრონის სახლისკენ. იგი მივიდა დიასახლისთან და თავთან დაუჯდა. იქ იყო გაუნძრევლად, სანამ ეს ქალი არ გაასვენეს… “

No comments:

Post a Comment